» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან


როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

90-იანების შუა პერიოდში კევინ კიგანმა "ნიუკასლ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მთავარ სენსაციად აქცია. ლეგენდარულმა ინგლისელმა "კაჭკაჭები" მესამე დივიზიონში გავარდნას გადაარჩინა, მოგვიანებით კი ეპლ-შიც დააბრუნა. რა მოხდა შემდეგ? "შავ-თეთრები" იკავებენ მე-3 ადგილს, Sky Sports-ი კი მათ "შოუმენებს" უწოდებს.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბრინჯაო, "სენტ-ჯეიმს პარკის" მკვიდრებისთვის იქნებოდა არა ისტორიული მაქსიმუმი, არამედ მხოლოდ მოთელვა. "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ქომაგებს საჩემპიონო ბრძოლას შეპირდა, მაგრამ აღნიშნული მესიჯი პირველ რიგში სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერის" გასაგონად იქნა გაჟღერებული.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

ბრიტანელის სიტყვები სერიოზულად არავის მიუღია, თუმცა სეზონის მიმდინარეობამ აჩვენა, "წითელ ეშმაკებში" კრიზისი მძვინვარებდა, "კაჭკაჭები" კი მართლაც სერიოზულ ძალად ყალიბდებოდნენ. "ემიუს" ჩავარდნა ერიკ კანტონას 8-თვიანმა დისკვალიფიკაციამ გამოიწვია.

ყველას გვახსოვს ფრანგის კუნგ-ფუ "კრისტალ პალასის" გულშემატკივრის წინააღმდეგ. "მანკუნიანელებმა", ერთი სეზონით ადრე, თავიანთი ლიდერის გარეშე, ჩემპიონობა "ბლექბერნ როვერსსაც" კი დაუთმეს. მოკლედ, საკულტო 7-იანის არყოფნაში, "მანიუმ" პოზიციები დათმო და ეპლ-ის მე-2 გუნდის წოდება მიიღო.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

ვინ იყვნენ პირველები? "შავ-თეთრები". კიგანის გუნდმა პირველი 10 შეხვედრიდან ცხრა მოიგო და ნეიტრალური გულშემატკივრების გულები დაიპყრო. "სენტ-ჯეიმს პარკელების" ჩემპიონობას ნატრობდა ყველა, განსაკუთრებით, "ოლტ ტრაფორდელთა" ოპოზიცია: "ლივერპული", "არსენალი" და "ლიდსი".

"ჰკითხეთ ფერგიუსონს, მან იცის, რომ ნიუკასლი მის გუნდზე უკეთესი იყო", - "კაჭკაჭების" ყოფილი ფეხბურთელი, რობ ლი. სეზონის შუა პერიოდში, სხვაობა "შავ-თეთრებსა" და "მანჩესტერს" შორის 12 ქულა გახდა. კევინის გუნდის ქომაგები აცნობიერებდნენ: პირველად, 1927 წლის შემდეგ, ჩემპიონობა ახლოვდებოდა.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

90-იანების "სენტ-ჯეიმს პარკი" პირველ რიგში ალან შირერთან ასოცირდება, მაგრამ იმ პერიოდში ის ჯერ კიდევ "ვარდებში" თამაშობდა. ცნობისთვის, "ნიუკასლის" ჩემპიონობა მთელი გულით ინგლისელსაც სურდა: "მიუხედავად იმისა, რომ კაჭკაჭების წევრი არ ვიყავი, მათი ტრიუმფი გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა".

აღსანიშნავია, რომ ზამთრის შუა პერიოდში, "წითელმა ეშმაკებმა" გამოიღვიძეს. კანტონას გოლებისა და შმეიხელის თავგანწირული სეივების დამსახურებით, "მანიუმ" ზედიზედ 5 მატჩი მოიგო. ამის მიუხედავად, "შავ-თეთრებთან" ჩამორჩენა მაინც მასშტაბური იყო.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

გარდატეხა მოხდა 4 მარტს, როდესაც "მანკუნიანელებმა" კიგანის გუნდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, "სენტ-ჯეიმს პარკელებმა" "ემიუს" აჯობეს, მაგრამ უპირატესობა საბოლოო ანგარიშში არ გადაზრდილა. მადლობა ვის? ისევ და ისევ "ოლტ ტრაფორდელთა" ფრანგ ლიდერს.

"ნიუკასლის" დამარცხების შემდეგ, ფერგიუსონის გუნდმა მუხტი დაიჭირა და გზად "მეთოფეები", "ტოტენჰემი", გიორგი ქინქლაძის "სიტი" და "ქოვენთრიც" იმსხვერპლა. "კაჭკაჭები" კი "მანჩესტერთან" წაგების შემდეგ, აიჭრნენ. როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, "ეშმაკებს" ჩემპიონის ტიტული მოსისხლე მტრებმა, მერსისაიდელებმა აჩუქეს.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

დიახ, "შავ-თეთრები" ქულებს "სკაუზერებთან" შეხვედრამდეც კარგავდნენ, მაგრამ ფინალური დემორალიზება სწორედ "ენფილდზე" მოხდა. "სენტ-ჯეიმს პარკელები" 68-ე წუთამდე 2:3 იგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს, ტაბლოზე 4:3 ციმციმებდა. ცნობისთვის, კევინის გუნდმა მოგვიანებით "ბლექბერნთანაც" წააგო, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ საჩემპიონო ბრძოლა სწორედ როი ევანსის კოლექტივთან მარცხით დასრულდა.

ფორმალურად, პრემიერ ლიგის ტრიუმფატორის ვინაობა უკანასკნელ ტურამდე გარკვეული არ იყო, მაგრამ "მანიუს" ფსიქოლოგიური უპირატესობა იმდენად თვალშისაცემი აღმოჩნდა, რომ "ნიუკასლის" ზღაპრის აღარავის სჯეროდა. "მანკუნიანელებმა" "მიდლსბრო" გაანადგურეს, "კაჭკაჭებმა" კი "ჰოტსპურს" ვერაფერი მოუხერხეს.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

ბევრს მიაჩნია, იმდროინდელ "შავ-თეთრებს" ძალიან ჰგავს დღევანდელი "ლივერპული". კიგანის გუნდის მსგავსად, კოლოსალური უპირატესობით უახლოეს მდევარს ხომ "წითლებიც" უსწრებენ. არსებობს ერთი განსხვავება: მერსისაიდელები, სრულიად დამსახურებულად, საუკეთესოები არიან, როგორც ეპლ-ში, ისე ევროპასა და მსოფლიოში.

"სენტ-ჯეიმს პარკზე" კი უბრალოდ ლამაზი სენსაცია ხდებოდა. აქედან გამომდინარე, 1995-1996 წლების სეზონის "ნიუკასლი", "ლესტერის" დემო-ვერსია უფროა, ვიდრე "სკაუზერები". რატომ დემო? "მელიებმა", "კაჭკაჭებისგან" განსხვავებით, საქმის ბოლომდე მიყვანა მოახერხეს.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

კიდევ ერთი ასოციაცია იმ პერიოდის "შავ-თეთრებთან" - თემურ ქეცბაია და მისი საკულტო გოლის აღნიშნვა, სარეკლამო ფარის განადგურებით. ეს ყველაფერი მოხდა მოგვიანებით, ორი სეზონის შემდეგ, მაშინ, როდესაც "სენტ-ჯეიმს პარკზე" ჩემპიონობის შესახებ აღარავინ ფიქრობდა.

როდესაც +12 ქულა ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის - ეპლ-ის ლეგენდარული დუელი 90-იანებიდან

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

როდის განაახლებენ იტალიური გუნდები ვარჯიშებს?

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ერთი თვეა კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი გაჩერებულია.

დღეს, 05:28

იუვენტუსის ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა და მალე კარანტინს დატოვებს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი დანიელე რუგანი იყო პირველი მოთამაშე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 05:26

ატლეტიკოს ნაპოლის თავდამსხმელის შეძენა სურს

გავლენიანი იტალიური პრესა იტყობინება, რომ მადრიდის "ატლეტიკო" "ნაპოლის" ფეხბურთელის შეძენით ინტერესდება.

დღეს, 05:23

ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი გაუქმდა, თუმცა გადაწყვეტილება იცვლება?

გასულ კვირას, გამოაცხადეს, რომ ბელგიის ჩემპიონატის ეს სეზონი აღარ განახლდებოდა, მიზეზი კორონავირუსია.

დღეს, 05:20

ოფიციალურად: UFC 249 აღარ ჩატარდება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ UFC 249, რომელიც 18 აპრილს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება.

დღეს, 05:15

ვულვზის ფეხბურთელი: "4-ეულში შესვლა შეგვიძლია"

"ვულვზის" ფეხბურთელი რაულ ხიმენესი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავისი გუნდის შესაძლებლობებს აფასებს.

დღეს, 05:11

ინფანტინო: "ჩემპიონატების მალე განახლება უბრალოდ შეუძლებელია"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

დღეს, 05:09

რონალდომ ბექჰემი შეაქო: "ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეაქო.

დღეს, 05:06

ტიაგო: "ყველაფრის 0-დან დაწყება მოგვიწევს"

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა აცხადებს, რომ მის გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

დღეს, 05:03

ბრუნო ფერნანდეში: "მანჩესტერი ერთი ფეხბურთელის გამო შემიყვარდა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ ის ამ გუნდს დიდი ხანია ქომაგობს.

დღეს, 05:00

"2 ფეიკ სიახლე!" - ლეო მესი ტყუილ ინფორმაციებს ეხმაურება

ბოლო პერიოდში, არგენტინელ ფეხბურთელზე ლეო მესიზე ბევრი ინფორმაცია იწერება.

დღეს, 04:55

გრიზმანი უკმაყოფილოა: "Football Manager-ის შემქმნელებს ჩემი თამაში არ უნახავთ"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა Football Manager-ში თავისი მონაცემების შეფასება გააკეთა:

დღეს, 00:25

დადასტურდა: ლინდელოფმა მანჩესტერი დატოვა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ვიქტორ ლინდელოფმა კლუბი დატოვა.

დღეს, 00:14

ვინ არის ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველაზე საიმედო მეკარე?

სანამ მიმდინარე სეზონი შეჩერებულია, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ ვინ არის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარე.

დღეს, 00:06

სუარესი: "იმედია, შემდეგი ვარჯიში უკვე თანაგუნდელების გარემოცვაში იქნება"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:48

"კონორი როგორც ეჭვიანი მეძავი, ისე იქცევა", - ხაბიბის მენეჯერი

ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა კონორ მაკგრეგორი მწვავედ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

გუშინ, 23:40

"მანჩესტერში გადმოსვლის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი", - ბრუნო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულმა, ბრუნო ფერნანდეშმა თავისი გუნდის შესახებ განცხადება გააკეთა:

გუშინ, 23:27

ჩელსისა და ზიეჩს შორის გაურკვევლობა წარმოიქმნა

The Telegraph-ის თანახმად, ლონდონის "ჩელსისა" და ჰაკიმ ზიეჩს შორის ერთგვარი გაურკვევლობა წარმოიქმნა.

გუშინ, 23:19

ტერ შტეგენმა კარიერის საუკეთესო მომენტი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა თავისი კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი დაასახელა:

გუშინ, 23:11

მესიმ ინტერში შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

გუშინ, 22:38

"6:2 გამარჯვება ბერნაბეუზე", - ტურეს საუკეთესო მოგონება, რომელიც ბარსელონას უკავშირდება

"ბარსელონას" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ კლუბთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება გაიხსენა.

გუშინ, 22:30

მესი: "როცა ანრი ბარსელონას გასახდელში შემოვიდა, თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრით აღფრთოვანებული იყო.

გუშინ, 22:22

ახალი მწვრთნელის ძიებაში - მილანმა 3 კანდიდატი შეარჩია

"მილანი" გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის შემცვლელის ძიებას აგრძელებს.

გუშინ, 22:14

"ლაუტაროს არასოდეს უთქვამს, რომ რეალი არ მოსწონს", - აგენტის მინიშნება

"ინტერის" თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესის აგენტმა საკმაოდ ხმაურიანი კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 22:07

იაია ტურემ ერთმანეთს მანჩესტერული დერბი და ელ კლასიკო შეადარა

"ბარსელონასა" და "სიტის" ექს-ნახევარმცველმა, იაია ტურემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:00

"თუ ოქროს ბურთი სურს, ლივერპული უნდა დატოვოს", - მანეს რჩევა მისცეს

სენეგალის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, დიომანსი კამარამ სადიო მანეს მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 21:56

ბარსელონა მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.

გუშინ, 21:46

ტოპ გოლი პირველივე ტურში - ალკმაარი არველაძის გოლს იხსენებს [VIDEO]

ჰოლანდიური "ალკმაარის" ოფიციალური გვერდი ქართველი ფეხბურთელის, შოთა არველაძის გოლებს იხსენებს.

გუშინ, 21:26

გურამ კაშია MLS-ში საუკეთესოა

MLS-ის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს იმ მცველების სტატისტიკას, რომლებიც საშუალო შედეგიანობით ყველაზე აქტიურები არიან.

გუშინ, 21:20

AS: ხამეს როდრიგესისთვის ორი ევროპული გრანდი იბრძოლებს

დიდი ალბათობით, ზაფხულში "რეალის" ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კლუბიდან წავა.

გუშინ, 20:57

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10