» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს


ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბრუნო ფერნანდეში გადმოიბირა. "წითელ ეშმაკებს" პორტუგალიელები უყვართ, განსაკუთრებით, ლისაბონის "სპორტინგიდან" გადმოსულები. განვიხილოთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი "ემიუ", გამორჩეული და აქტუალური ყოფილი მოთამაშეების დამატებით.

მეკარე

"მანკუნიანელების" კარს უკვე თითქმის 10 წელია, რაც დავიდ დე ხეა იცავს. ესპანელის პერიოდული შეცდომების მიუხედავად, "მანიუს" მასზე უკეთესი კიპერი უბრალოდ არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, "ოლდ ტრაფორდელთა" მეკარის მდგომარეობა უცვლელი დარჩებოდა. რაც შეეხება პირენეელის დუბლიორს:

"მანჩესტერის" განკარგულებაშია სერხიო რომერო და დინ ჰენდერსონი. იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს სათადარიგოთა სკამზე, ინგლისელი კი "შეფილდში" ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, შანსი სწორედ "ხმლების" ამჟამინდელ კიპერს მივცეთ.

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

მცველები

დავბრუნდეთ 2008-ში და წარმოვიდგინოთ, რომ ხერარდ პიკეს "ბარსელონაში" არ გაუშვებდნენ. კატალონიელი დღემდე იქნებოდა "იუნაიტედის" დაცვის ბურჯი, რომელიც ნემანია ვიდიჩსა და რიო ფერდინანდს ეფექტურად ჩაანაცვლებდა. "ბლაუგრანას" ცენტრბექის შესაძლო მეწყვილეები: მაგუაირი, ლინდელოფი, ბაილი და კინი "ევერტონიდან".

რთული არჩევანია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჰარი და ვიკტორი ასე თუ ისე რაღაცას ცდილობენ, ერიკს კი ხელი მძიმე ტრავმამ შეუშალა, მოდით, მაიკლი ამოვაგდოთ. ინგლისელის გზას სამუდამოდ გავაყოლოთ სმოლინგი და ჯონსი, ტუანზებეს კი მხოლოდ დროებით დავემშვიდობოთ.

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

რაც შეეხებათ განაპირა მცველებს, აარონ უან-ბისაკა დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევს თავს, მაგრამ მას ღირსეული კონკურენტი არ ჰყავს. სწორედ ამიტომ, რაფაელ და სილვას დაბრუნება გვიწევს. ცენტრბექებში არ გვიხსენებია დეილი ბლინდი, რადგან უფრო სასარგებლო ის მარცხნივ იქნებოდა.

ნიდერლანდელს კონკურენციას გაუწევდა ლიუკ შოუ, რომელიც იმედი გვაქვს, ასეთი ფორმაციის "წითელ ეშმაკებში" მაინც ათამაშდებოდა. დალოტსა და ფოსუ-მენსას ვემშვიდობებით დროებით, როხოს, იანგსა და დარმიანს კი როგორც რეალობაში მოხდა, სამუდამოდ. "ემიუს" უკანახაზი შედგა.

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

ნახევარმცველები

"მანკუნიანელების" იმედისმომცემ ახალწვეულზე უკვე ვისაუბრეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ასეთ "მანიუში" პოლ პოგბაც მორჯულებული იქნებოდა. "ოცნებების თეატრში" აგრეთვე ირიცხებიან მატა და მატიჩი, რომლებიც ფრედისგან განსხვავებით, საერთო ჯამში სურათს არასდროს აფუჭებდნენ.

იგივე ითქმის "პარი სენ-ჟერმენში" გადასულ ანდერ ერერაზეც. დღევანდელი "მანჩესტერი" პრაქტიკულად წარმოუდგენელია სკოტ მაკტომინაის გარეშე, მოდით, ახლაც ასე იყოს. სასიხარულოა, რომ "შანდუნ ლუნენგიდან" მარუან ფელაინის დაბრუნება არ გახდა საჭირო. მოკლედ, "იუნაიტედის" შუახაზიც დაკომპლექტდა.

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

თავდამსხმელები

"წითელი ეშმაკების" უსუსტესი პოზიცია, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებით, გაცოცხლდებოდა. ზოგადად, "მანიუს" შემტევების უმეტესობა წარსულიდან უფრო იქნება, ვიდრე აწმყოდან. ობიექტურად, კიდევ ერთ შანსს "მანკუნიანელებში" იმსახურებენ დი მარია, ლუკაკუ, დეპაი და ზაა.

დიახ, მათი მოღვაწეობა "ემიუში" ითვლება წარუმატებლად, მაგრამ პირობით ლინგარდსა და მარსიალს ისინი ახლაც აღემატებიან. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრების ერთადერთი ფორვარდი, რომლის დატოვებაზე ღირს ფიქრი, მარკუს რაშფორდი არის. ციდან ვარსკვლავებს არც ინგლისელი წყვეტს, მაგრამ ის დღევანდელი "მანჩესტერის" სიმბოლოა.

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

ცუდი არ ითქმის დანიელ ჯეიმსსა და მეისონ გრინვუდზე, მაგრამ გაძლიერებული "იუნაიტედისთვის" ისინი ჯერ არ მომწიფებულან. იმის გათვალისწინებით, რომ რონალდუს სახით, "ეშმაკების" შეტევას უკვე ჰყავს ერთი შეფ-მზარეული, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე უარს ვამბობთ. მილანის "ინტერში" არსებული მდგომარეობის მსგავსად, შვედის გზას ალექსის სანჩესიც მიჰყვება.

როგორც ხედავთ, ადგილი ჰენრიხ მხითარიანისთვისაც ვერ მოიძებნა. რთული მისახვედრი არ არის, რომ ამ ფორმაციის "მანიუში" ანდრეას პერეირაც ზედმეტი იქნებოდა. მოკლედ, "მანკუნიანელების" შემადგენლობაში მრავლად არიან მოთამაშეები, მეორე შანსის შესაძლებლობით.

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

მწვრთნელი

აღნიშნული ფორმატის ბლოგი ეხება მხოლოდ მოქმედ, აქტუალურ ფეხბურთელებს, იგივე ითქმის სპეციალისტებზეც, მაგრამ "ემიუს" მიმართებაში გამონაკლისი უნდა დავუშვათ. იმის გათვალისწინებით, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, "ოცნებების თეატრში" მცნება, "წარმატებული დამრიგებელი" მართლაც საოცნებოა, დავაბრუნოთ შოტლანდიელი სულ რაღაც ერთი სეზონით.

ბრუნოსთან ერთად, მანიუში კიდევ ერთი პორტუგალიელი რომ მოვიდეს

დი მარია და დეპაი უფრო სასარგებლოები იქნებოდნენ ვიდრე ლინგარდი და მარსიალი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარაგერი კეინს მიმართავს: "ან ახლა, ან არასდროს!"

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ჯიმი კარაგერი "ტოტენჰემის" თავდამსხმელს ჰარი კეინს მიმართავს.

დღეს, 04:54

რივალდო ნეიმარის ტრანსფერზე: "მას შეუძლია, ბარსელონას მთავარი ლიდერი გახდეს"

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო "პსჟ"-ს შემტევზე, ნეიმარზე საუბრობს და "ბარსელონაში" ხილვა სურს.

დღეს, 04:49

გოდინი: "ლივერპულთან მატჩის წინ, სიმეონემ დამირეკა და მივხვდი, რომ მოიგებდნენ"

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატლეტიკომ" "ლივერპული" შინ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

დღეს, 02:39

ანჩელოტის ევერტონში რეალის 2 ფეხბურთელი სურს

ცნობილი გამოცემა MARCA იუწყება, რომ კარლო ანჩელოტის "ევერტონში" "რეალის" ორი მოთამაშე სურს.

დღეს, 02:13

რეალის ფეხბურთელი: "რამოსის გოლზე შთამბეჭდავი არაფერი მინახავს"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ბრაჰიმ დიასი სერხიო რამოსის გოლს იხსენებს.

დღეს, 02:05

პრემიერ ლიგის კლუბები ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებას სთხოვენ

პრემიერ ლიგის კლუბები თავიანთ ფეხბურთელებს სთხოვენ, რომ ხელფასები შეიმცირონ.

დღეს, 02:02

სერია ა-ს განახლების სავარაუდო დრო ცნობილია

იტალიური ფეხბურთის ასოციაციამ ვიდეო-კონფერენცია ამ ქვეყნის კლუბების წარმომადგენლებთან გამართა.

დღეს, 01:29

ფიფამ მოთხოვნა წამოაყენა - ივნისის საინტერესო მატჩები გადაიდება

მოგეხსენებათ, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ივნისში ჩასატარებელი სანაკრებო მატჩები გადაიდო.

დღეს, 01:19

ლუკაკუმ 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ მისთვის საუკეთესო 2 ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 01:14

იგუაინი რივერ პლეიტში? - არგენტინელი ფეხბურთელის მამა კომენტარს აკეთებს

ბოლო პერიოდში, აქტიურად იწერება, რომ გონსალო იგუაინი სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას "რივერ პლეიტში" გააგრძელებს.

დღეს, 01:13

ლუკაკუ: "გოლების გატანა ჩემი ნარკოტიკია"

მილანის "ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ საინტერესო კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:08

ჩელსის ფეხბურთელის შეძენა იტალიის 3 ტოპ კლუბს სურს

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი შეძენა ერთბაშად 3 იტალიურ კლუბს სურს.

დღეს, 00:58

რივალდომ მესისა და სუარესისთვის იდეალური პარტნიორი შეარჩია

"ბარსელონას" ლეგენდარულმა შემტევმა, რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირამ კატალონიელებს ფეხბურთელი ურჩია:

დღეს, 00:12

ბარსა ნეიმარსა და ლაუტაროსთვის სხვადასხვა როლებს ამზადებს

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" ეცდება როგორც ნეიმარის, ისე ლაუტარო მარტინესის გადმობირებას.

დღეს, 00:02

კერიკმა კარიერის ყველაზე მძიმე მარცხი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა კარიერის ყველაზე მძიმე მარცხი დაასახელა:

გუშინ, 23:54

3 ფეხბურთელი, რომელთანაც ბარსა კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს

El Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს სამ ფეხბურთელთან.

გუშინ, 23:46

ტერ შტეგენმა მისთვის ყველაზე რთული მეტოქე ფორვარდი დაასახელა

"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მისთვის ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე თავდამსხმელი დაასახელა:

გუშინ, 23:36

შაქირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

Calciomercato-ს ცნობით, "ლივერპულის" შემტევის, ჯერდან შაქირისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

გუშინ, 23:25

"ჩემპიონობა არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი პირად თვითმფრინავს დამითმობს", - ხაბიბი

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, ტონი ფერგიუსონთან ჩაშლილი ბრძოლის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 23:15

Sky Sports-ის მკითხველებმა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინეს

Sky Sports-ის მკითხველებმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

გუშინ, 23:05

დასჯის თუ არა უეფა გუნდებს, თუ მათი ჩემპიონატები ნაადრევად დასრულდება? გადაწყვეტილება მიღებულია

უეფამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო იმ ფედერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც სეზონს ნაადრევად წყვეტენ.

გუშინ, 22:06

"ურთულეს დროს კარი გამიღეს", - ტიაგო სილვამ დაასახელა გუნდი, სადაც კარიერის დასრულება სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, ტიაგო სილვამ ისაუბრა, თუ სად ისურვებდა კარიერის დასრულებას.

გუშინ, 21:59

"როცა ოქტაგონს შევაზილე, ცუდ ფორმაზე ალაპარაკდა, კონორი ნამდვილი ფეიკია", - ხაბიბი

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორის გამოწვევას უპასუხა.

გუშინ, 21:45

პრესაში რეალის მომდევნო სეზონის სამივე ახალი ფორმა გავრცელდა [ფოტო]

პრესაში მადრიდის „რეალის“ მომდევნო სეზონის ფორმის შესაძლო ვარიანტი გავრცელდა.

გუშინ, 21:11

ფეხბურთელი, რომელსაც იუვენტუსი სიტის გაბრიელ ჟესუსის სანაცვლოდ სთავაზობს

„ბიანკონერიმ“ თვალი „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდს დაადგა.

გუშინ, 21:07

ხუთი შეხვედრის მიუხედავად, ბარსელონა და ტერ შტეგენი შეთანხმებისგან კვლავ შორს არიან

კორონავირუსის მიუხედავად, „ბარსელონა“ გუნდის მთავარ გოლკიპერთან მოლაპარაკებების წარმოებას აგრძელებს.

გუშინ, 21:00

რატომ ამბობს უარს პსჟ ბარსელონასთან მოლაპარაკებებზე?

„ბარსელონამ“ კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს, ტრანსფერებზე მუშაობა სცადა.

გუშინ, 20:52

გვარდიოლამ თვალი ინტერის ტრიოს დაადგა

იტალიური პრესა იტყობინება, რომ პეპ გვარდიოლა სერია ა-ს გუნდის სამი ფეხბურთელით ინტერესდება.

გუშინ, 20:50

ბორუსიას ხელმძღვანელობას რეალი აშინებს

„ყვითლების“ ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ნორვეგიელის შესაძლო წასვლით აღელვებულია.

გუშინ, 20:33

"36 ტურის ჩატარება შეუძლებელი ხდება" - ფედერაცია ეროვნული ლიგის კლუბებს შეხვდა

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეო კონფერენცია გაიმართა.

გუშინ, 20:33

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10