» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ცრუ ჯორჯ ვეას ზარი, ანდრეი შევჩენკო და სხვები - პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ისტორიაში


ცრუ ჯორჯ ვეას ზარი, ანდრეი შევჩენკო და სხვები - პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ისტორიაში

ავტორიტეტულმა გამოცემა ESPN-მ, პრემიერ ლიგის ისტორიაში 50 ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერი დაასახელა.

ბუნებრივია, ყველას ჩამოთვლა და განხილვა დიდ დროს წაიღებს და თანაც, ნაკლებად საინტერესო გარიგებებსაც შევხვდებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, პირველი ათეული შემოგთავაზოთ.

პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ათეულთან ახლოს არიან, მაგრამ ვერ მოხვდნენ ისეთი ტრანსფერები, როგორებიცაა ბებე (12) და ალექსის სანჩესი (11).

10. მარიო ბალოტელი, „ლივერპულში“ – „მილანიდან“ 18 მილიონ ევროდ, 2014

ცრუ ჯორჯ ვეას ზარი, ანდრეი შევჩენკო და სხვები - პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ისტორიაში

მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაუგებარია, რატომ სცადა „ლივერპულმა“ ლუის სუარესის შეცვლა მარიო ბალოტელით, მაშინ ამას რაღაც ახსნა მაინც ჰქონდა. „სუპერ მარიო“ სულ რაღაც 24 წლის იყო და წინა სეზონში, „მილანის“ მაისურით, სერია ა-ში 14 გოლი გაიტანა, თანხაც მისაღები იყო.

თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ეს შეცდომა იყო. როჯერსმა იტალიელი ღიად გააკრიტიკა და აღიარა, რომ სუარესის შემცვლელთა სიაში, ბალოტელი ბოლო ადგილს იკავებდა. „ლივერპულის“ მაისურით მარიომ პრემიერ ლიგაში 939 მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და „მილანში“ იჯარით დაბრუნდა.

9. ვინსტონ ბოგარდი, „ჩელსიში“ – „ბარსელონადან“ უფასოდ, 2000

მილიარდელ რომან აბრამოვიჩის დამსახურებით, შორეულ წარსულში დარჩა ის დღეები, როცა „ჩელსის“ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა იყო დრო, როცა გუნდს ღრმა ფინანსური კრიზისი ედგა და ბოგარდი ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრანსფერი უფასო იყო, ფეხბურთელს კვირაში 40 ათას ფუნტს უხდიდნენ, რაც მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო. ტრანსფერიდან 13 დღეში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, როცა ვიალი გაუშვეს.

ვინსტონი არც კლაუდიო რანიერის გეგმებში მოიაზრებოდა. თავად ფეხბურთელი შემდეგ იხსენებდა, რომ „ჩელსი“ მისი იჯარით გაშვებაზე უარს ამბობდა, თუ რომელიმე კლუბი მთელ ხელფასს არ გადაიხდიდა. ბუნებრივია, „სტემფორდ ბრიჯის“ სკამების გამათბობლისთვის ამხელა თანხის გადახდა არავის სურდა. პრემიერ ლიგაში მან მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და მას შემდეგ არც ერთ კლუბში საერთოდ აღარ უთამაშია.

8. თომას ბროლინი, „ლიდს იუნაიტედში“ – „პარმადან“, 4.5 მილიონ ფუნტად, 1995

მიუხედავად იმისა, რომ პრესა მის წარუმატებლობებს მის უმოტივაციობასა და წონას აბრალებს, ფიასკოს ერთ-ერთი მიზეზი „ლიდსსაც“ აკისრია. 1994 წელს, ბროლინმა შვედეთის ნაკრებში თამაშისას ტრავმა მიიღო და „პარმაშიც“ კი ვეღარ ახერხებდა ხშირად მოედანზე გასვლას, ინგლისურმა კლუბმა კი მასში 1995-ში 4.5 მილიონი ფუნტი არ დაინანა.

რეალურად, ბროლინი არც ისე ცუდი იყო და პრემიერ ლიგის 18 მატჩში 4 გოლის გატანაც მოასწრო. თუმცა, მას შემდეგ, რაც „ლიდსის“ მწვრთნელმა, ჰოვარდ უილკინსონმა ის მოედანზე მიუჩვეველ პოზიციაზე დააყენა, ფეხბურთელმა „ლივერპულის“ წინააღმდეგ შეგნებულად ცუდი თამაშით უპასუხა. ამის შემდეგ, ბროლინი ვარჯიშზე უარს ამბობდა და საბოლოოდ, „ციურიხში“ გადაბარგდა.

7. ანდრეი შევჩენკო, „ჩელსიში“ – „მილანიდან“, 39.5 მილიონ ევროდ, 2006

მრავალი წლის შემდეგ, რომან აბრამოვიჩმა „მილანი“ მაინც დაიყოლია გაეყიდა შევჩენკო, თანაც, იმდროისთვის, ბრიტანეთში ეს თანხა სარეკორდო იყო. უკრაინელი ფეხბურთელის გაფორმება, თითქოს დროგბას მეორე პლანზე გაწევას ნიშნავდა და მოურინიოსაც ეგონა, რომ შევჩენკოზე გააკეთებდა მთავალ აქცენტს. თუმცა, პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ანდრეი უკვე 29 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ „მილანში“ გოლებს მზესუმზირასავით სხლავდა, „სტემფორდ ბრიჯზე“ მისი სიბერე საათობრივად ახლოვდებოდა.

ტრავმებმა, არასტაბილურობამ და დროგბას შესანიშნავმა თამაშმა, შევჩენკო პრემიერ ლიგის 48 მატჩში 9 გოლით დატოვა.

6. დანი ოსვალდო „საუთჰემპტონში“ – „რომადან“, 13.6 მილიონ ფუნტად, 2013

ნიჭიერი არგენტინელი ფეხბურთელის გაფორმებისას, „წმინდანებს“ უნდა სცოდნოდათ, რომ ოსვალდოს თანაგუნდელებთან კონფლიქტის გამოცდილება გააჩნია. 2013 წელს, „სოტონში“ გადმოსვლამდე, „რომამ“ ის ერიკ ლამელასთან ჩხუბის გამო დააჯარიმა.

პრემიერ ლიგაში გადმოსვლიდან მან 855 წუთი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, თუმცა მისი ინგლისური კარიერა მას შემდეგ დასრულდა, რაც ვარჯიშზე ჟოზე ფონტეს თავი დაარტყა. მას შემდეგ, ფეხბურთელს „სოტონის“ მაისური აღარ მოურგია და კონტრაქტის ამოწურვამდე არაერთ გუნდში იჯარით ირიცხებოდა.

5. ადრიან მუტუ „ჩელსიში“ – „პარმადან“, 17.1 მილიონ ფუნტად, 2003

ცრუ ჯორჯ ვეას ზარი, ანდრეი შევჩენკო და სხვები - პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ისტორიაში

ელოდებოდნენ, რომ მუტუ რომან აბრამოვიჩის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი იქნებოდა „სტემფორდ ბრიჯზე“ და ერნან კრესპოსთან ერთად, შესანიშნავ დუეტს შექმნის.

2003/04-სეზონში მან ექვს გოლსა და ოთხ საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, თუმცა ჟოზე მოურინიოს გუნდში მოსვლის შემდეგ, მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა, შემდეგ კი გუნდიდან გაუშვეს. მიზეზი? წარუმატებელი ნარკოტესტი, მუტუს სისხლში კოკაინი აღმოაჩნდა.

რუმინელს ფეხბურთის თამაში შვიდი თვით აეკრძალა, „ჩელსიმ“ კი თავისი ექს-ფეხბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა, რომელმაც მას კლუბისთვის 17 მილიონი ევროს გადახდა დაავალა.

4. ბოშკო ბალაბანი „ასტონ ვილაში“ - ზაგრების „დინამოდან“, 7 მილიონ ფუნტად, 2001

დღევანდელი სატრანსფერო თანხების შემხედვარე, პრემიერ ლიგისთვის 7 მილიონი ფუნტი არაფერი რიცხვი აღარაა, მაგრამ 2001 წელს, ეს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში, 23-ე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. ეკვივალენტში რომ გადავიანგარიშოთ, „ლესტერს“ ამდენივე დაუჯდა გასულ წელს აიოზე პერესი (30.1 მილიონი ფუნტი).

ეხლა ეს ყველაფერი გაიაზრეთ, რის შემდეგაც უნდა გითხრათ, რომ ეს ტრანსფერი „ფეილების“ ათეულში ტყუილად არ არის შეყვანილი. ბალაბანს რვა თვე დასჭირდა იმისთვის, რომ პრემიერ ლიგაში სრული 90-წუთიანი მატჩი ჩაეტარებინა და ესეც კი, სარეზერვო გუნდში მოხდა. ძირითად შემადგენლობაში კი მან სულ 138 წუთი გაატარა და საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია, რის შემდეგაც „დინამოში“ დაბრუნდა.

3. რიკი ალვარესი „სანდერლენდში“ – „ინტერიდან“, 9.5 მილიონ ფუნტად, 2015

აქ ყველაფერი დაწვრილებით უნდა აიხსნას. თავდაპირველად, ალვარესმა „შავ კატებთან“ კონტრაქტი 900 000 ფუნტად გააფორმა, 2014 წელს. კონტრაქტში გაიწერა პუნქტი, რომელიც „სანდერლენდს“ ფეხბურთელის შეძენას სეზონის ბოლოს აიძულებდა, თუ გუნდი პრემიერ ლიგაში დარჩებოდა. მუხლის ტრავმამ ალვარესს სამედიცინო შემოწმების გავლაში ხელი ვერ შეუშალა, თუმცა 13 მატჩის ჩატარების შემდეგ, რიკიმ მარჯვენა მუხლიც დაიზიანა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე ნაოპერაციები ჰქონდა. პრემიერ ლიგაში დარჩენილმა „სანდერლენდმა“ ასეთი ტრავმატული ფეხბურთელის შეძენის ვალდებულების მოხსნა სცადა.

პრობლემები სწორედ აქ დაიწყო, „შავ კატებს“ საქმე ჩაუვარდათ და ვალდებულებისგან თავი არ იხსნეს. თუმცა, არც კონტრაქტი შესთავაზეს, რამაც ალვარესს საშუალება მისცა, „სამპდორიასთან“ შეეთანხმებინა კონტრაქტი და უფასოდ წასულიყო. კი, სწორად გაიგეთ, „სანდერლენდმა“ 9.5 მილიონი ევრო გადაიხადა ფეხბურთელში, რომელიც დაუყონებლივ, უფასოდ გადავიდა „სანდერლენდში“.

2. დენი დრინკუოტერი „ჩელსიში“ – „ლესტერიდან“, 34.1 მილიონ ფუნტად, 2017

ცრუ ჯორჯ ვეას ზარი, ანდრეი შევჩენკო და სხვები - პრემიერ ლიგის 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ისტორიაში

ახლა რთული წარმოსადგენია, მაგრამ „ჩელსიში“ სულ რაღაც სამი წლის წინ გადმოსვლისას, დრინკუოტერი ინგლისის ნაკრების წევრი და „ლესტერის“ ძირითადი ფეხბურთელი იყო. თუმცა, „პენსიონერებმა“ მისი ტრანსფერი მხოლოდ მას შემდეგ გააჩარხეს, რაც ზაფხულში, როს ბარკლიმ „ჩელსიში“ გადასვლა ბოლო წამს იუარა. თუმცა, ზამთარში ბარკლი გუნდს მაინც შეუერთდა, ლონდონელებმა კი თავი იმით დაიმშვიდეს, რომ დენი როტაციის ფეხბურთელი იქნებოდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთი წლით ადრე, „ლესტერის“ ჩემპიონობაში მას ლომის წვლილი ჰქონდა შეტანილი.

თავის პირველ სეზონში დრინკუოტერმა პრემიერ ლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ანტონიო კონტეს შემდეგ, მაურიციო სარის გეგმებში საერთოდ ვერ ჩაეწერა, რაც იტალიელმა ღიად განაცხადა და პრესეზონზეც არ წაიყვანა. მის მიმართ განსაკუთრეული ინტერესი არც ფრენკ ლამპარდს გამოუჩენია და ინგლისელი იჯარით წავიდა.

თუმცა, ძველ დონეზე დაბრუნება მან ვერც „ბარნლიში“ მოახერხა, სადაც გადასვლის შემდეგ მალევე, ღამის კლუბში ჩხუბი ატეხა და ტერფი დაიზიანა. ამ გუნდის მაისური მან მხოლოდ ერთხელ მოირგო და ზამთარში ასევე იჯარით, „ასტონ ვილაში“ გადავიდა.

„ვილაში“ მას მთელი ოთხი მატჩი დაუგროვდა, „სიტისთან“ 6:1 წაგებაში ორი გოლი უშუალოდ მის გამო გავიდა, შემდეგ კი, ვარჯიშზე თანაგუნდელთან ჩხუბის გამო, ის უკან „ჩელსის“ დაუბრუნეს. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფრის ფონზე, „ჩელსი“ მას კვირაში 100 ათას ფუნტს უხდის.

1. ალი დია „საუთჰემპტონში“ - უფასო ტრანსფერი, 1996

ამ ჩამონათვალში სხვა ფეხბურთელებმა თავიანთი გუნდები ფინანსურად უფრო მეტად აზარალეს ვიდრე დიამ, მაგრამ მას „სოტონში“ მხოლოდ ერთი მატჩი დაუგროვდა. მისი ისტორია გამოიყურება ისე, თითქოს სხვა სამყაროდან მოვიდა.

მამაკაცი ურეკავს „საუთჰემპტონის“ მენეჯერს, გრემ სუნესს და იტყუება, რომ ის არის ლეგენდარული ჯორჯ ვეა და ურჩევს მას, შეიძინოს მისი კუზენი, რომელმაც სულ ახლახანს სენეგალში ორი გოლი გაიტანა და იქამდე, ვეასთან ერთად, „პსჟ-შიც“ ითამაშა, სანამ გერმანიის მეორე დივიზიონის გუნდში გადაბარგდებოდა. თითქოს, ცუდი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარია ახალგაზრდა ფეხბურთელზე, თანაც ვეას ახლო ნათესავზე. თუმცა, რეალურად, დია 31 წლის მამაკაცი იყო, კოლეჯის სტუდენტი და საერთოდ არა პროფესიონალი ფეხბურთელი.

სუნესმა დიას ტრანსფერი მალევე შეათანხმა და უკვე მეორე დღეს, „ლიდსთან“ მატჩზე გამოიძახა. ბედის ირონიით, მეტ ლე ტისიეს ტრავმის გამო, მან ფეხბურთელი უკვე 32-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე. სუნესს 53 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ თავის შეცდომას მიმხვდარიყო და დია მოედნიდან უკან გაეყვანა. ამის შემდეგ, ის დაბრუნდა არაპროფესიონალურ ფეხბურთში და აღარავის უნახავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიბალამ და პიანიჩმა მანჩესტერ იუნაიტედი იუარეს

ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იუარეს.

დღეს, 20:03

ESPN: შეთანხმება ახლოსაა, იკარდის მომავალი გადაწყდა

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

დღეს, 19:53

იბრაჰიმოვიჩის დაბრუნების თარიღი ცნობილია

ცნობილი გახდა, თუ რამდენ ხანს იუქმებს "მილანის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმის გამო.

დღეს, 19:31

ორი მიზეზი, რომელიც პოგბას იუვენტუსში ტრანსფერს უშლის ხელს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას დათმობაზე წასვლა მოუწევს.

დღეს, 19:26

ალაბას ზღაპრული შეთავაზება გაუმზადეს

"ბაიერნის" ხელმძღვანელობა მცველ დავიდ ალაბას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

დღეს, 19:21

მილანს იოვიჩი სურს, რეალის პოზიცია ცნობილია

"რეალის" ფორვარდი, ლუკა იოვიჩი იჯარის წესით შესაძლოა "მილანში" გადავიდეს, წერენ იტალიურ პრესაში.

დღეს, 19:17

"მანჩესტერი დე ხეას სკამზე დასმას ვერ გაბედავს", - ჰისლოპი

"ნიუკასლ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, შაკა ჰისლოპმა დავიდ დე ხეას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 19:12

"ვიცოდით, რომ მილანი ლივერპულზე ძლიერი იყო", - კარაგერმა სტამბულის ფინალი გაიხსენა

"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა

დღეს, 18:58

მთელი ზაფხული ლაზარეთში? - ზლატანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქუსლის ტრავმა ისეთი მძიმე არ აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად ჩანდა.

დღეს, 18:11

ტრაორეს პრემიერ ლიგაში სერიოზული მსურველი ჰყავს

Daily Mail-ისა და კიდევ რამდენიმე წყაროს თანახმად, "ვულვერჰემპტონის" ლიდერს, ადამა ტრაორეს სერიოზული მსურველი ჰყავს.

დღეს, 17:56

ოფიციალურად: საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი ჩაიშალა

ოფიციალურად ხდება ცნობილი, რომ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატი აღარ განახლდება.

დღეს, 17:47

"მახსოვს, თუ როგორ აწამებდა 17-წლის რონალდუ ოშის", - სილვესტრი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, მიქაელ სილვესტრმა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამართული პირველი მატჩი გაიხსენა:

დღეს, 17:35

მიზეზი, რის გამოც გრიზმანი კოუტინიოს გაყიდვას მოუთმენლად ელის

ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის მომენტში,

დღეს, 17:25

მანჩესტერი გამოირიცხა, ალეგრი ახალ გუნდს უახლოვდება

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, მასიმილიანო ალეგრისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

დღეს, 17:09

რონალდუ: "ჩემზე სრულყოფილი ფეხბურთელი ისტორიაში არავინ ყოფილა"

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი საკუთარი თავის ქებას არ ივიწყებს.

დღეს, 16:01

რეალს ლევანდოვსკის მიზერული თანხის სანაცვლოდ შეეძლო

რობერტ ლევანდოვსკისადმი ინტერესს მადრიდის „რეალს“ მრავალი წლის მანძილზე აწერდნენ, თუმცა ყველაზე რეალური შანსი „ბლანკოსმა“ 2013 წელს გაუშვა.

დღეს, 15:57

ბუნდესლიგის 28-ე ტური - დახურულ კარს მიღმა დაგეგმილი საჩემპიონო ბრძოლა

დღეს, თბილისის დროით 20:30 საათიდან მაყურებელს ელის ბუნდესლიგის ოთხი შეხვედრა.

დღეს, 15:53

ფლიკი: "ჰოლანდის ლევანდოვსკისთან შედარება ჯერ ძალიან ნაადრევია"

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის წინ, „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

დღეს, 15:53

ბეილი: "ვერ ვხვდები, რატომ არის ჩემი გოლფისადმი სიყვარული ვინმესთვის პრობლემა"

მადრიდის „რეალის“ და უელსის ნაკრების შემტევმა, გარეტ ბეილმა, გაკვირვება გამოთქვა იმით, რომ ბევრი ადამიანი მის გოლფით გატაცებას ნეგატიურად აფასებს.

დღეს, 15:42

ზიდანისთვის ვან დე ბეეკი კვლავ სარეზერვო ვარიანტია - ფრანგს სხვა ფეხბურთელი სურს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, „აიაქსის“ შუახაზელთან, დონი ვან დე ბეეკთან კავშირს ინარჩუნებს.

დღეს, 15:39

მილანი იბრაჰიმოვიჩის ტრავმაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

იტალიურმა „მილანმა“, ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ მიღებული ტრავმის შესახებ ინფორმაცია განათავსა.

დღეს, 15:36

არც ბათუმი, არც თბილისი - ჯანო ანანიძე რუსეთში ბრუნდება

რამდენიმე დღეა, ჯანო ანანიძის მომავალთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

დღეს, 13:37

ჰენდერსონმა ბალაკს უპასუხა და ვან დეიკი დაიცვა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, მიხაელ ბალაკმა ვირჯილ ვან დეიკის თამაშის ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა.

დღეს, 13:23

პოგბა-ფერნანდეშის დუეტი რეალური ხდება?

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბას შენარჩუნებასა და მის ბრუნო ფერნანდეშთან შეწყვილებაზე ამუშავდა.

დღეს, 13:06

იუვენტუსი ლოგოს კვლავ ცვლის

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ტვიტერმა დაადასტურა, რომ კლუბის ლოგო კიდევ ერთხელ იქნება შეცვლილი.

დღეს, 12:55

"ჩემთვის, ნომერ პირველია", - ზლატანმა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

"მილანის" უბერებელმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

დღეს, 12:41

ვის ქომაგობდა ხაბიბი მილანი - ლივერპულის ლეგენდარულ ფინალში?

UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვმა 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა:

დღეს, 12:28

ჩემპიონთა ლიგის 10 საუკეთესო მწვრთნელი, Squawka-ს ვერსია

პოპულარულმა საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელა.

დღეს, 11:50

"რონალდინიომ მაისური მომცა და მითხრა: გთხოვ, აღარ მცემო", - კატანიას ექს-მცველი

"კატანიას" ყოფილმა მცველმა, პაბლო სებასტიან ალვარესმა რონალდინიო გაუჩო დე ასის მორეირას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:37
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10