15,000 ევრო თვეში - რომელმა გუნდმა მიმართა კაჭარავას კონტრაქტის გაფორმების მიზნით?

პოლონეთის მე-2 ლიგის კელჩეს კორონამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ნიკა კაჭარავას წინადადებით მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას goal.philenews.com ავრცელებს და წერენ, რომ ფეხბურთელს კორონამ 15,000 ევრო შესთავაზა, თუმცა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მე-2 ლიგაში თამაში არ ხიბლავს და წინადადებაზე უარი განაცხადა.
ნიკა კაჭარავა კორონასთვის ნაცნობი ფეხბურთელია. 28 წლის ფორვარდი კელჩეს გუნდისთვის 2017-18 წლებში თამაშობდა, 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
ნიკა კაჭარავას ბოლო გუნდი ანორთოსისი იყო, რომელიც სკანდალურად დატოვა, აპოელი-ომონიას მატჩიდან გავრცელებული ვიდეოს გამო.