» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ვინ სჭირდება ბარსელონას ძველი დიდების დასაბრუნებლად?


ვინ სჭირდება ბარსელონას ძველი დიდების დასაბრუნებლად?

„ბარსელონაში" შიდა დაძაბულობა იმდენად მაღალია, რომ „ოსასუნასთან" საშინაო მარცხის შემდეგ, თავი მესიმაც კი ვერ შეიკავა.

არგენტინელმა ჟურნალისტებს ისეთები უთხრა, რაც, როგორც წესი, გასახდელში რჩება ხოლმე: „ეს მატჩი - მთელ ჩვენ სეზონს განასახიერებს. არ არის ნორმალური, როცა მეტოქე მხოლოდ სურვილისა და ინტენსივობის ხარჯზე გვამარცხებს. თუ არაფერი შეიცვალა, „ნაპოლისთანაც" წავეგებთ. ზედმეტად სუსტები ვართ."

ლეო მართალია: მართლაც, არ არის ნორმალური, როცა „ოსასუნას" დონის გუნდს, 10 კაცით შეუძლია „ბარსელონას" „კამპ ნოუზე" დამარცხება. თანაც, არა უბრალოდ რაღაც ანომალური გამართლების, არამედ მასპინძლების სრული იმპოტენციის ხარჯზე.

„ბარსელონა" მუდმივი კრიტიკის ქვეშ წელიწადზე მეტია იმყოფება: მას შემდეგ, რაც „ენფილდზე" დამარცხდა. გულშემატკივრები უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რომ ერნესტო ვალვერდემ თანამდებობა სეზონის შედეგად შეინარჩუნა და მათი უკმაყოფილება მას შემდეგ უფრო იზრდებოდა, რაც გუნდის თამაში ამ სეზონშიც მხოლოდ უარესდებოდა. მაგრამ, მწვრთნელი შეიცვალა, შედეგები კი უფრო უარესი გახდა. იმიტომ, რომ პრობლემა მწვრთნელში როდია.

განვითარების კრიზისი - საჭიროა სპორტული დირექტორი

„ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ ბართომეუს ფულის კეთება იდეალურად გამოსდის. მასთან ერთად, „ბარსელონა" თავის ისტორიაში პირველად ყველაზე შემოსავლიანი გუნდი გახდა და 2018/19-სეზონის შედეგად, სიას სათავეში 840 მილიონი ევროთი ჩაუდგა. კოვიდ19-ის პანდემიამდე იგეგმებოდა, რომ ამ სეზონში გუნდის ბიუჯეტი დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო. კი, ბართომეუ ვერ ერკვევა ფეხბურთში, მაგრამ მსგავსი პრობლემა ბევრ სხვა პრეზიდენტსაც აქვს. ბართომეუს ტოქსიკურობასა და შიდა ბრძოლებზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ, თუმცა ამაზე ისედაც ბევრი რამ ითქვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მინუსის მიუხედავად, კლუბს მაინც შეუძლია, სპორტული თვალსაზრისით წარმატებული იყოს. თუმცა, ამისათვის სპორტული დირექტორია საჭირო.

სპორტული დირექტორი - ერიკ აბიდალია. პირველი რა ასოციაცია ჩნდება ამ ადამიანის ხსენებულ თანამდებობაზე მუშაობიდან? მესისთან კონფლიქტი. თებერვალში, აბიდალმა Diario Sport-თან ინტერვიუში, ვალვერდეს გაშვების მიზეზად ფეხბურთელთა უკმაყოფილება დაასახელა: „ზოგი ფეხბურთელი არასაკმარისად კარგად მუშაობდა და მწვრთნელით იყო უკმაყოფილო." - თუმცა, სახელები არ ჩამოუთვლია. მესიმ ეს სიტყვები ვერ მოინელა: „თუ ამბობ, რომ ვინმე მწვრთნელის წინააღმდეგ იყო, სახელებიც ჩამოთვალა. ასეთი განცხადებით მთელი გუნდი ჩრდილქვეშ დააყენე."

ეს ძალიან ხმაურიანი განცხადება იყო და აბიდალმა შეცდომა აღიარა: „გავიაზრე, რომ რაღაც საკითხები მხოლოდ შიდა სამზარეულოში უნდა ითქვას და არა პრესაში." სიტუაციას არავინ შეეწირა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერიკის მუშაობა კითვხებს არ იწვევს. პირიქით, კითხვა უამრავია და პირველ რიგში მის საქმიანობას ეხება.

სპორტული დირექტორი არის ადამიანი, რომელიც კლუბის განვითარებაზე ზრუნავს. მაგრამ, „ბარსელონას" აშკარად არანაირი გეგმა არ გააჩნია. აბიდალმა თქვა, რომ ვალვერდეს შემცვლელს ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში ელოდა. ანუ, წელიწადნახევარში მან კიკე სეტიენზე უკეთესიც კი ვერავინ იპოვნა? იმავე ინტერვიუში, ერიკი ხავისაც დაუპირისპირდა. მან მიანიშნა, რომ ხავი იტყუება, როცა ამბობს, რომ გუნდის გაწვრთნა შესთავაზეს: „თუ ხავი ამბობს, რომ შემოთავაზება ჰქონდა, ფურცლებიც გვაჩვენოს." ეს უბრალოდ არაეთიკურია, თუ გავითვალისწინებთ ხავის კავშირს კლუბთან და იმას, რომ ის დღემდე გუნდის მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რჩება.

სეტიენს აბიდალმა პრეზენტაციაზე „კლუბისთვის იდეალური ადამიანი" უწოდა. ეს შეფასება ცოტა არაადეკვატურს ჰგავს, მაგრამ, ყველასთვის არა: 11 ივლისს ბართომეუ და აბიდალი მწვრთნელს შეხვდნენ, რომ შემდეგი სეზონის გეგმები განეხილათ.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვალვერდეს გაშვებაში აბიდალმა შეცდომა დაუშვა: გუნდი აშკარად დეგრადირებდა. მაგრამ, ამისთვის ძალიან ცუდი მომენტი შეირჩა. მწვრთნელი გაუშვას „ატლეტიკოსთან" ძალიან კარგი მატჩის შემდეგ, რომელშიც „ბარსას" საშინლად არ გაუმართლა. აბიდალის ტრანსფერებიც კითხვებს იწვევს. „ბარსელონაში" თაობათა ცვლა წარუმატებლად მიმდინარეობს. ლეგენდარული მესი, ბუსკეტსი, ალბა, სუარესი, პიკე - უკვე 30 წელს არიან გადაცილებულები, ახალგაზრდები კი გუნდში მოწინავე პოზიციაზე ვერა და ვერ ადიან. ეს ტენდენცია დღითიდღე იზრდება. კლუბი 23 წლის არტურს უშვებს და მის სანაცვლოდ 31 წლის პიანიჩი მოჰყავს.

თაობათა ცვლა - სპორტული დირექტორის პასუხისმგებლობის სფეროა. შეგვიძლია აბიდალს უბრალოდ ვუთანაგრძოთ, რომელსაც ეს ურთულესი ამოცანა ხვდა წილად - განახლება გუნდის, რომელიც ლეგენდებზეა დაყრდნობილი. მაგრამ, მან ეს საქმე აშკარად ჩააგდო. ამიტომ, პირველი ადამიანი, რომელიც გუნდშია შესაცვლელი - სპორტული დირექტორია.

თაობათა კრიზისი - საჭიროა ახალი გმირები

37 ტურის შემდეგ, „ბარსელონას" მაისურით 1000-ზე მეტი წუთი მხოლოდ 15 ფეხბურთელს აქვს გატარებული და აქედან 7 - 30 წელს არის გადაცილებული. შემდეგ სეზონში მათ მიემატებათ გრიზმანი (რომელიც ახლა 29-საა) და პიანიჩი (არტურის მაგივრად). ანუ, ამ ისედაც მოკლე მაყუჩში 30 წელს გადაცილებული 9 ფეხბურთელი იქნება. ეს უდიდესი პრობლემაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თითქმის ყველა ეს ასაკოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის შეუცვლელია.

„ბარსელონას" ახალი ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ არა ისეთი, როგორებიც ბრაიტვეიტი და ფირპო არიან - რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ძირითადის ფეხბურთელებს ანაცვლებენ - არამედ ისეთები, რომლებიც ამ ძირითადისთვის იბრძოლებენ. საჭიროა ახალი ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობას გააძლიერებენ.

ვინ სჭირდება ბარსელონას ძველი დიდების დასაბრუნებლად?

პიკეს შემცვლელი არ ჰყავს, რადგან ლანგლეც და უმტიტიც ცაციები არიან, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე კი მემარცხენეს დაყენება არც ისე წარმატებული იდეაა. სუარესს მესისთან ფანტასტიკური ურთიერთგაგება აქვს - საუბარია ჩემპიონატის ყველაზე ეფექტურ წყვილზე, რომლებმაც ერთმანეთს 11 გოლი გაატანინეს (7 სუარესმა - მესის და 4, მესიმ - სუარესს). იგივე ითქმის ალბაზეც. რაკიტიჩი უბურთოდ თამაშშია შესაცვლელი, როცა მესის დაზღვევის საჭიროება დგება. ბუსკეტსს, ალბათ, პიანიჩი შეცვლის, თუმცა ორივე - ძირითადის ფეხბურთელია, რომელთა მოედანზე განლაგებაც იქნება საჭირო.

„ბარსელონა" ნეიმარით და ლაუტარო მარტინესით ინტერესდება: ორივე მათგანი სარგებელს მოიტანს, მაგრამ ეს ცოტაა. არსებობს აშკარა პრობლემები დაცვის ცენტრშიც. მილან შკრინიარი, დაიო უპამეკანო, კალიდუ კულიბალი, ჩაგლარ სეიუნჯუ - ბანალური ვარიანტებია, მაგრამ დიდი ალბათობით, სასკაუტო სამსახურებს ვინმე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ სტილით შესაბამისიც ჰყავთ ნანახი. მნიშვნელოვანი სხვა რამ არის: „ბარსელონას" სტილით დე ლიგტი მოუხდებოდა, მაგრამ მან „იუვენტუსი" აირჩია. კატალონიური გუნდის სტატუსი და ფინანსური შესაძლებლობები ამ შეცდომის გამოსწორების საშუალებასაც იძლევა: ანუ, დე ლიგტი „იუვენტუსიდან" უნდა იქნეს ნაყიდი. კი, ძვირია, მაგრამ კოუტინიოს არაფრისმომცემ ტრანსფერზე მეტი მაინც არ დაჯდება. იგივე ითქმის სხვა პოზიციებზეც.

„ბარსას" ყველაზე მშრომელი ნახევარმცველები - 33 წლის არტურო ვიდალი და 32 წლის ივან რაკიტიჩი. ორივე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ახალი პროექტის დასაწყისისთვის არცერთი არ ივარგებს. ასე რომ ცენტრალური მცველი არასაკმარისია - ნახევარმცველიც საჭიროა.

დაამატეთ კლუბის ინტერესი ფორვარდების მიმართაც და გამოდის რომ გუნდს ყველა ხაზში თითო ფეხბურთელი სჭირდება. ეს მინიმალური მოთხოვნებია. „ბარსას" დონის გუნდისთვის, ძირითადისთვის მებრძოლი სამი ფეხბურთელი - ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს აუცილებელია.

სათამაშო კრიზისი - საჭიროა მწვრთნელი

მწვრთნელი ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაში უნდა დასახელდეს. ის დამოკიდებულია ფეხბურთელებზე, სპორტულ დირექტორზე, პრეზიდენტზე - ეს თანამდებობა ყველაზე მერყევია და წარმატებული მუშაობისთვის სასიამოვნო გარემოა საჭირო.

ვინ სჭირდება ბარსელონას ძველი დიდების დასაბრუნებლად?

ნორმალურ სიტუაციაში მწვრთნელს კომპეტენტური სპორტული დირექტორი უნდა ირჩევდეს, განვითარების ერთი კონკრეტული პროექტის მიხედვით. მაგალითად, შეიძინოს რამდენიმე ფეხბურთელი ფანტასტიკური „აიაქსიდან" და დაპატიჟოს მათი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგიც. ახლა დე იონგი ვერ აჩვენებს იმ დონის ფეხბურთს, რომელსაც „აიაქსში" აჩვენებდა, ტენ ჰაგი კი პრესასთან აღიარებს, რომ „ბარსელონა" მას არასწორად იყენებს. იგივე ითქმის გრიზმანზეც, რომელიც არც ისეთი ეფექტურია, როგორიც „ატლეტიკოში" იყო. სეტიენმა უბრალოდ ერთი ფეხბურთელები მეორეთი ჩაანაცვლა - მაგრამ, ისევე, როგორც ვალვერდე, მას ახალი და ძლიერი პროექტის დაწყება არ ძალუძს. ის არ არის თავისიანი, მას არასდროს უმუშავია სუპერვარსკვლავებთან და ის უბრალოდ დროებითი ვარიანტია.

უკანასკნელად, როცა „ბარსელონაში" მწვრთნელი ახალ პროექტს იწყებდა - 12 წლის წინ იყო. ხოსეპ გვარდიოლას არ ჰქონდა გამოცდილება, უბრალოდ გააჩნდა გუნდის ლეგენდის სტატუსი, აშკარა იდეა და პრეზიდენტის მხარდაჭერა. მისი ფეხბურთი კი მოთამაშეებსაც მოსწონდათ. და ეს გვაბრუნებს დასაწყისში: „ბარსელონას" მხოლოდ ხალხი კი არა, იდეა სჭირდება.

ალბათ, ბევრი ახალ პრეზიდენტზე საუბარსაც ელოდა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები ერთ წელიწადში გაიმართება, ამიტომ უახლოეს სეზონში გუნდს ნამდვილად ბართომეუ გაწვრთნის. ხოლო სხვა ყველაფრის შეცვლა - ნამდვილად მის ძალაუფლებაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მესის ანტიკორონავირუსულ ლეიბზე სძინავს - რა არის ეს და როგორ მუშაობს?

ამბობენ, ისე მოეწონა, რომ რამდენიმე შეიძინაო.

დღეს, 19:05

ტალიაფიკოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის

Sky Sports-ის ცნობით, ამსტერდამის "აიაქსის" მარცხენა მცველს, ნიკოლას ტალიაფიკოს პრემიერ ლიგაში ორი მსურველი ჰყავს.

დღეს, 23:10

ცნობილია კონტრაქტის დეტალები, რომელსაც ვილიანი არსენალთან გააფორმებს

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ჩელსიდან“ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 21:34

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ბაიერნის ექს-ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის, პიერ-ემილ ჰოიბერგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 21:22

გადასახვევი ფეხზე - როგორია მესის მდგომარეობა ბაიერთან მატჩამდე 3 დღით ადრე?

„ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, გუნდის „ბაიერნთან" მატჩის სამზადისში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, 20:40

ფოტო: ინტერნეტში რეალის მესამე ფორმის სურათები გავრცელდა

სულ მალე, „რეალი“ ახალი სეზონის მესამე ფორმასაც წარადგენს.

დღეს, 20:36

ოდეგორის შემდეგ, რეალი კიდევ ერთი განათხოვრებული ნახევარმცველის დაბრუნებას აპირებს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში უფასოდ გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს.

დღეს, 20:31

"პოლიტიკაში არ ძვრება და ხალხს უფრო უყვარს", - დონალდ ტრამპმა ჯორდანსა და ჯეიმსს შორის საუკეთესო აირჩია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NBA-ს მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებზე ისაუბრა.

დღეს, 19:57

რუმენიგე: "ნოიერი მსოფლიო დონეა, ტერ შტეგენი კი მის გზას ადგას"

„ბაიერნის" მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მანუელ ნოიერსა და მარკ ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა.

დღეს, 19:52

ხაბიბი - კორმიეს: "ჩემო ქონიანო ძმაკაცო"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, თავის თანაკლუბელს, დანიელ კორმიეს გაეხუმრა.

დღეს, 18:52

ჩემპიონთა ლიგის წინ, პსჟ-ში სერიოზული ტრავმიანობაა - ტუხელიც კი ტრავმირებულია

მარტის შემდეგ, პარიზელებმა მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

დღეს, 18:46

რომა თავის ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ ყიდის

დედაქალაქური კლუბის ორმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა კლუბი შესაძლოა ამ ზაფხულს შეიცვალოს.

დღეს, 18:21

VIDEO: ნეიმარმა გამომწერები საკუთარი სახის შაკირას სხეულზე დადებით გაახალისა

„ატალანტასთან" გასამართი მეოთხედფინალის წინ, „პსჟ-ს" ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ერთობა.

დღეს, 18:17

რატომ აფერხებს გატუზო ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას?

„ნაპოლის" ხელმძღვანელობა ჯენარო გატუზოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

დღეს, 16:50

რეალმა სოსიედადთან შეთანხმება დაარღვია და ოდეგორს დროზე ადრე იბრუნებს

მადრიდის „რეალმა" „რეალ სოსიედადთან" გაფორმებული შეთანხმება დაარღვია.

დღეს, 16:37

არეაოლა რეალიდან პსჟ-ში დაბრუნდა

„პარი სენ-ჟერმენის" გოლკიპერი, ალფონს არეოლა, „რეალში" ერთწლიანი იჯარის შემდეგ, პარიზულ გუნდში ბრუნდება.

დღეს, 16:32

"დიდხანს ვაკვირდებოდით, კმაყოფილი ვარ", - კლოპმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეაფასა

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის პირველი საზაფხულო ტრანსფერი შეაფასა.

დღეს, 16:28

იმობილე: "ნეაპოლი ძალიან მიყვარს, მაგრამ ლაციოში კარიერის ბოლომდე ვაპირებ დარჩენას"

„ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, რომაულ გუნდში კარიერის ბოლომდე დარჩენის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 16:22

მანჩესტერმა სანჩოს შემცვლელად დემბელე ამოირჩია და გეგმაც შეიმუშავა

„მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ალტერნატივების ძიებას შეუდგა.

დღეს, 16:15

ანანიძის და მიქელთაძის შემდეგ, როტორში კვერკველიაც მიდის

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივს" საბა კვერკველია ტოვებს.

დღეს, 15:45

"ლივერპულს ჰყავს შემტევი, რომელიც ნებისმიერი მცველისთვის კოშმარია", - შეფილდის უკანახაზელი

"შეფილდ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა, ჯორჯ ბოლდოკმა თავის კარიერაში ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

დღეს, 14:41

ბარსელონა სიტის მცველის სანაცვლოდ 15 მილიონს ვერ იმეტებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველით, ერიკ გარსიათი.

დღეს, 14:33

ბერნარდესკის 4 მსურველი ჰყავს, ორი პრემიერ ლიგიდან არის

Tuttosport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო ბერნარდესკის ამ ეტაპზე ოთხი მსურველი ჰყავს.

დღეს, 14:26

"მარადონა თუ მესი?", - დელ ბოსკემ საუკეთესო დაასახელა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა:

დღეს, 14:16

რას ითხოვს არტური ბარსელონასგან?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და არტურ მელოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ბრაზილიელი გუნდთან ერთად არც კი ვარჯიშობს.

დღეს, 13:59

"დროა, მანე რეალში გადასვლას დათანხმდეს", - სადიოს ყოფილი აგენტი

სადიო მანეს ყოფილმა აგენტმა, ტიერნო სეიდიმ თავისი ექს-კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:51

ფაქტები: პირლოს კონტეზე თითქმის 7-ჯერ დაბალი ხელფასი ექნება

Gazzetta dello Sport-მა დაასახელა ტურინის "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს კონტრაქტის დეტალები.

დღეს, 13:44

"ფერნანდეში მალე დაიღლება", - მანჩესტერის ყოფილი მცველი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, პოლ პარკერმა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:34

ფოტო: გენტის მცველმა პენისის ტრავმა მიიღო, მას ნაკერები დაადეს

"გენტის" ცენტრალურ მცველს, იგორ პლასტუნს "სენტრ-ტრუიდენთან" შეხვედრაში ნამდვილი უსიამოვნება შეემთხვა.

დღეს, 13:27

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ზიდანმა იჯარით გაშვებული მოთამაშეების დაბრუნება მოითხოვა

Marca-ს თანახმად, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა

დღეს, 12:25
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10