» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?


ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

"ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" - ინგლისური ფეხბურთის ორი საუკეთესო წარმომადგენელი. როდესაც საუბარი ეხება ამ ორ კლუბს, ლონდონელი კონკურენტები მოსაწევად გადიან. დღეს, ტოპში არიან მერსისაიდელები, "ეშმაკები" კი იქვე სადღაც მახლობლად ტრიალებენ. იყო დრო, როდესაც ხდებოდა პირიქით, თანაც არაერთხელ.

მიმოვიხილოთ რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს "წითლები" და "მანიუ" ინგლისური ფეხბურთის იერარქიულ კიბეზე. აქ საუბარია არა კონკრეტულად ტიტულების რაოდენობის შესახებ, არამედ იმაზე, თუ ვინ როგორ და რამდენ ხანს დომინირებდა. დავიწყოთ!

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

თავი I - ბასბი და შენკლი

"მანკუნიანელების" მეოცე საუკუნის შუა პერიოდის წარმატებები უკავშირდება მეტ ბასბის, რომელმაც მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბში 25 წელი იმუშავა. ცნობისთვის, ფეხბურთელობის პერიოდში შოტლანდიელი იცავდა "ემიუს" მოსისხლე მტრების: "სკაუზერებისა" და მეზობელი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას.

ის, თუ როგორ მოხვდა "ოლდ ტრაფორდზე" ბრიტანელი "ენფილდისა" და "ქალაქელების" გავლით, ცალკე ისტორიაა. სწორედ ბასბიმ აქცია "მანჩესტერი" 50-იან წლებში მრისხანე ძალად და დეკადაში მოგებული 3 ჩემპიონობა, ამის ნათელი მტკიცებულებაა. "ლივერპული" იმ პერიოდში დიდად ვერაფრით დაიკვეხნიდა.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

ერთი სიტყვით, 50-იანებში პირველ ნომრად თამაშობდა "იუნაიტედი" და არა მერსისაიდი. "წითლებში" გარდამტეხი პერიოდი დაიწყო ბილ შენკლის დანიშნვის შემდეგ, ანუ 1959 წლიდან და 60-იანების შუა პერიოდისთვის მას "ეშმაკები" უკვე ორი ჩემპიონობით ჰყავდა გამწარებული. "მანიუმ" "სკაუზერებს" უპასუხა ანალოგიურად ორი ჩემპიონობითა და პლიუს ევროპაში ტრიუმფით.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 1958 წელს მომხდარი მიუნხენის ავიაკატასტროფის შედეგად, "მანკუნიანელები" მთავარი გუნდის გარეშე დარჩნენ. ამის მიუხედავად, "ემიუმ" 60-იან წლებში შენკლის შეგირდებზე დიდი კვალი დატოვა. მოკლედ, 2:0, ბასბის სასარგებლოდ.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

თავი II - ლივერპულის სრული დომინირება

"ოლდ ტრაფორდზე" 70-იანი წლების დასაწყისში წარმოქმნილი კრიზისი პირველ რიგში უკავშირდება შოტლანდიელის კლუბიდან წასვლას. "ოცნებების თეატრში" არავინ აღმოჩნდა მზად მეტის გარეშე არსებობისთვის, მაშინ, როდესაც პარალელურად "ენფილდზე" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ყალიბდებოდა.

შენკლი ჩაანაცვლა ბობ პეისლიმ, რომელმაც წინამორბედის ფუნდამენტზე კიდევ უფრო მყარი "ლივერპული" ააშენა. სანამ "მანჩესტერი" ეძებდა წარმატების ახალ ფორმულას, მერსისაიდელები მიწასთან ასწორებდნენ ყველას და ყველაფერს, როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროპაშიც.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

4 ჩემპიონობა და ერთი ტრიუმფი ძველ კონტინეტზე - "წითლების" დამაჯერებელი გამარჯვება "იუნაიტედზე" 70-იან წლებში, 2:1. "სკაუზერებმა" არც 80-იანებში გადაუხვიეს კურსს და დეკადა დაასრულეს 6 ჩემპიონობით, პლიუს კიდევ ერთი ტრიუმფით ევროპაში. პეისლის საქმე წარმატებით გააგრძელა მისმა შეგირდმა, კენი დალგლიშმა, ამჯერად მწვრთნელის რანგში.

80-იან წლებში დომინირება არის იმის მანიშნებელი, რომ "ენფილდელები" "ეშმაკებს" გაუთანაბრდნენ. ამის გარდა, სხვაობა მოპოვებული ტიტულების რაოდენობის მხრივ იყო უდიდესი, თავად განსაჯეთ: "ლივერპულმა" 90-იანებში შეაბიჯა 17 ჩემპიონობითა და ევროპის 4 თასით, "მანიუმ" კი 7 ჩემპიონობითა და ევროპის ერთი თასით.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

თავი III - პრემიერ ლიგა და ფერგიუსონის პასუხი

ინგლისის უმაღლესი დივიზიონის გათამაშების სახელისა და ფორმატის რებრენდინგით, კარდინალური ცვლილება მოხდა მერსისაიდელებისა და "მანკუნიანელების" იერარქიაშიც. "წითლების" ბატონობის პერიოდში, "ემიუში" მოვიდა სპეციალისტი, რომელმაც 90-იანებისთვის ააწყო ჩემპიონატის მოგების იდეალური მანქანა.

საუბარია ალექს ფერგიუსონის შესახებ, რომელმაც პრემიერ ლიგის 13 ტიტულით, 2 ჩემპიონთა ლიგის თასითა და კიდევ სხვა არაერთი ჯილდოთი, "სკაუზერები" თითქმის 30 წლით დაჩრდილა. "ენფილდზე" უშედეგოდ ცდილობდნენ შენკლის, პეისლისა და დალგლიშის მიღწევებთან მიახლოვებას მაინც, მაგრამ უშედეგოდ.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" ტიტულებს მარტივი ფორმით ერთი მწვრთნელი იგებდა. უდავოდ, 90-იანი და 21-ე საუკუნის 00-იანი წლები "ოცნებათა თეატრის" ანგარიშზე მიდის, 4:2. შოტლანდიელმა დაახლოებით მიაღწია იმას, რასაც "ლივერპულის" 3-მა თავკაცმა ერთად.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

თავი IV - ვინ გაიმარჯვა გასულ დეკადაში?

"მანჩესტერის" ლეგენდარული სპეციალისტის მოღვაწეობა დასრულდა 2013 წელს და უნდა ითქვას, მისი მუშაობის პერიოდში, მერსისაიდელები ხშირ შემთხვევაში კონკურენტებად არც განიხილებოდნენ. "წითლები" კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე იყვნენ კრიზისში, მაგრამ ამჯერად ლუზერების სკამზე მათ "იუნაიტედიც" მიუჯდა.

"ეშმაკების" გულშემატკივრების მორალური ტრავმების თავიდან ასარიდებლად, არ ღირს იმის შეხსენება, თუ რას წარმოადგენს მათი გუნდი ბრიტანელის წასვლის შემდეგ. "მანიუ" იმდენად დიდი ხანია რაც ჭაობშია, რომ ფეხზე წამოდგომა "სკაუზერებმაც" მოასწრეს. დიახ, 10-იანების შუა პერიოდში, იურგენ კლოპის დამსახურებით, ეს გუნდი გაცოცხლდა.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

"ენფილდელებმა" მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, წელს მონატრებული ქვეყნის ჩემპიონობაც, გასულ სეზონში კი მათ ტრიუმფისთვის 97 ქულა არ ეყოთ. ისმის კითხვა - საკმარისია თუ არა ეს მიღწევები "მანკუნიანელების" 2010-2013 წლების შედეგების დასაჩრდილად? კი, სავსებით, "ემიუს" ორი ჩემპიონობის გათვალისწინებითაც კი.

ალბათ არავინ ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ამჟამინდელი პრემიერ ლიგა თავის 10-წლის წინანდელ ანალოგზე კონკურენციითა და დონით მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფერგიუსონს არასდროს ჰყოლია ისეთი კონკურენტი, როგორიც "ლივერპულს", ხოსეპ გვარდიოლას "სიტის" სახით.

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

ამის გარდა, მერსისაიდელები სრულიად დამსახურებულად ატარებენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდის წოდებას, 2010-2013 წლის "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები კი ამ სტატუსისგან შორს იყვნენ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის გათვალისწინებითაც კი. მოკლედ, ერთი ქულა "წითლებს".

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

ჯამი - 4:3

"ოცნებების თეატრის" ბინადრებმა "სკაუზერებს" აჯობეს 50-იანებში, 60-იანებში, 90-იანებსა და 00-იანებში; 70-იანები, 80-იანები და 10-იანები კი "ენფილდელების" აქტივშია. შეგვიძლია უფრო ღრმადაც შევტოპოთ და მიმოვიხილოთ ის, თუ რა ხდებოდა 50-იანებამდე, მაგრამ იქ საინტერესოს ვერაფერს წააწყდებით, როგორც "მანჩესტერში", ისე "ლივერპულშიც".

ლივერპულისა და მანჩესტერის დომინირება დეკადების მიხედვით - რომელია მათ შორის გამარჯვებული?

რომელია მათ შორის ინგლისური ფეხბურთის მთავარი ტიტანი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მესის ანტიკორონავირუსულ ლეიბზე სძინავს - რა არის ეს და როგორ მუშაობს?

ამბობენ, ისე მოეწონა, რომ რამდენიმე შეიძინაო.

დღეს, 19:05

ცნობილია კონტრაქტის დეტალები, რომელსაც ვილიანი არსენალთან გააფორმებს

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ჩელსიდან“ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 21:34

ოფიციალურად: ტოტენჰემმა ბაიერნის ექს-ფეხბურთელი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის, პიერ-ემილ ჰოიბერგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 21:22

გადასახვევი ფეხზე - როგორია მესის მდგომარეობა ბაიერთან მატჩამდე 3 დღით ადრე?

„ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, გუნდის „ბაიერნთან" მატჩის სამზადისში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, 20:40

ფოტო: ინტერნეტში რეალის მესამე ფორმის სურათები გავრცელდა

სულ მალე, „რეალი“ ახალი სეზონის მესამე ფორმასაც წარადგენს.

დღეს, 20:36

ოდეგორის შემდეგ, რეალი კიდევ ერთი განათხოვრებული ნახევარმცველის დაბრუნებას აპირებს

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში უფასოდ გაძლიერების ვარიანტებს განიხილავს.

დღეს, 20:31

"პოლიტიკაში არ ძვრება და ხალხს უფრო უყვარს", - დონალდ ტრამპმა ჯორდანსა და ჯეიმსს შორის საუკეთესო აირჩია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, NBA-ს მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებზე ისაუბრა.

დღეს, 19:57

რუმენიგე: "ნოიერი მსოფლიო დონეა, ტერ შტეგენი კი მის გზას ადგას"

„ბაიერნის" მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, მანუელ ნოიერსა და მარკ ანდრე ტერ შტეგენზე ისაუბრა.

დღეს, 19:52

ხაბიბი - კორმიეს: "ჩემო ქონიანო ძმაკაცო"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, თავის თანაკლუბელს, დანიელ კორმიეს გაეხუმრა.

დღეს, 18:52

ჩემპიონთა ლიგის წინ, პსჟ-ში სერიოზული ტრავმიანობაა - ტუხელიც კი ტრავმირებულია

მარტის შემდეგ, პარიზელებმა მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს.

დღეს, 18:46

რომა თავის ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ ყიდის

დედაქალაქური კლუბის ორმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა კლუბი შესაძლოა ამ ზაფხულს შეიცვალოს.

დღეს, 18:21

VIDEO: ნეიმარმა გამომწერები საკუთარი სახის შაკირას სხეულზე დადებით გაახალისა

„ატალანტასთან" გასამართი მეოთხედფინალის წინ, „პსჟ-ს" ბრაზილიელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ერთობა.

დღეს, 18:17

რატომ აფერხებს გატუზო ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას?

„ნაპოლის" ხელმძღვანელობა ჯენარო გატუზოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

დღეს, 16:50

რეალმა სოსიედადთან შეთანხმება დაარღვია და ოდეგორს დროზე ადრე იბრუნებს

მადრიდის „რეალმა" „რეალ სოსიედადთან" გაფორმებული შეთანხმება დაარღვია.

დღეს, 16:37

არეაოლა რეალიდან პსჟ-ში დაბრუნდა

„პარი სენ-ჟერმენის" გოლკიპერი, ალფონს არეოლა, „რეალში" ერთწლიანი იჯარის შემდეგ, პარიზულ გუნდში ბრუნდება.

დღეს, 16:32

"დიდხანს ვაკვირდებოდით, კმაყოფილი ვარ", - კლოპმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეაფასა

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდის პირველი საზაფხულო ტრანსფერი შეაფასა.

დღეს, 16:28

იმობილე: "ნეაპოლი ძალიან მიყვარს, მაგრამ ლაციოში კარიერის ბოლომდე ვაპირებ დარჩენას"

„ლაციოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, რომაულ გუნდში კარიერის ბოლომდე დარჩენის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 16:22

მანჩესტერმა სანჩოს შემცვლელად დემბელე ამოირჩია და გეგმაც შეიმუშავა

„მანჩესტერ იუნაიტედმა" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, ალტერნატივების ძიებას შეუდგა.

დღეს, 16:15

ანანიძის და მიქელთაძის შემდეგ, როტორში კვერკველიაც მიდის

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის "ლოკომოტივს" საბა კვერკველია ტოვებს.

დღეს, 15:45

"ლივერპულს ჰყავს შემტევი, რომელიც ნებისმიერი მცველისთვის კოშმარია", - შეფილდის უკანახაზელი

"შეფილდ იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა, ჯორჯ ბოლდოკმა თავის კარიერაში ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე დაასახელა:

დღეს, 14:41

ბარსელონა სიტის მცველის სანაცვლოდ 15 მილიონს ვერ იმეტებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დაინტერესებულია "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველით, ერიკ გარსიათი.

დღეს, 14:33

ბერნარდესკის 4 მსურველი ჰყავს, ორი პრემიერ ლიგიდან არის

Tuttosport-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო ბერნარდესკის ამ ეტაპზე ოთხი მსურველი ჰყავს.

დღეს, 14:26

"მარადონა თუ მესი?", - დელ ბოსკემ საუკეთესო დაასახელა

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა:

დღეს, 14:16

რას ითხოვს არტური ბარსელონასგან?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და არტურ მელოს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ბრაზილიელი გუნდთან ერთად არც კი ვარჯიშობს.

დღეს, 13:59

"დროა, მანე რეალში გადასვლას დათანხმდეს", - სადიოს ყოფილი აგენტი

სადიო მანეს ყოფილმა აგენტმა, ტიერნო სეიდიმ თავისი ექს-კლიენტის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:51

ფაქტები: პირლოს კონტეზე თითქმის 7-ჯერ დაბალი ხელფასი ექნება

Gazzetta dello Sport-მა დაასახელა ტურინის "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა პირლოს კონტრაქტის დეტალები.

დღეს, 13:44

"ფერნანდეში მალე დაიღლება", - მანჩესტერის ყოფილი მცველი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, პოლ პარკერმა ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:34

ფოტო: გენტის მცველმა პენისის ტრავმა მიიღო, მას ნაკერები დაადეს

"გენტის" ცენტრალურ მცველს, იგორ პლასტუნს "სენტრ-ტრუიდენთან" შეხვედრაში ნამდვილი უსიამოვნება შეემთხვა.

დღეს, 13:27

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ზიდანმა იჯარით გაშვებული მოთამაშეების დაბრუნება მოითხოვა

Marca-ს თანახმად, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა

დღეს, 12:25

პირლო იუვენტუსში მატრის აბრუნებს

Gazzetta dello Sport-ის თანახმად, ანდრეა პირლო ტურინის "იუვენტუსში" დააბრუნებს თავის ყოფილ თანაგუნდელს, ალესანდრო მატრის.

დღეს, 12:09
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10