Goal.Ge

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის: "ბარსელონა" (2) - "პსჟ" (2)



10 აპრილი, ოთხშაბათი სტადიონი "კამპ ნოუ", 22:45 საათი არბიტრი: ბიორნ კეიპერსი (ჰოლანდია) მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ ჩვენი საიტი: LIVE.GOAL.GE შესაძლო იყო ყველაფერი პირველივე მატჩში გადამწყდარიყო, რადგან კატალონიელები ორჯერ იგებდნენ. თუმცა, მიუხედავად ამხელა უპირატესობისა, "პსჟ"-მ ანგარიში გაათანაბრა და ამ წყვილის გამარჯვებულის საკითხი კვლავ გახნილად დატოვა. შეხვედრის დაწყების წინ ერთ-ერთი მთავარი ინტრიგად მოედანზე მესის შესაძლო გამოსვლა უნდა ჩავთვალოთ, რომელმაც ამ გუნდებს შორის გამართულ პირვე დაპირისპირებაში დაზიანების გამო მწვანე მინდორი პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ დატოვა. ექიმები მთელი ამ ხნის განმავლობაში არგენტინელის ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ, და ახლა ფორვარდი თანაგუნდელებთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა მისი მოედანზე გამოჩენა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. სავარაუდოდ, ვილანოვა მესის მეორე ტაიმში გამოიყენებს, რათა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ გარისკოს. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" პრობლემა დაცვის ხაზშიც გაუჩნდათ - ტრავმის გამო მასკერანო და პუიოლი დღეს მოედანზე გასვლას ვერ შეძლებენ, ხოლო ადრიანოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. შესაძლებელია სონგისა და ბარტრას დაცვის ცენტრში გამოჩენის ვარიანტი, სწორედ ამიტომ, ვილანოვა ამ პრობლემას შეხვედრის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს. თუმცა, თუ ადრიანო მწყობრში იქნება, მაშინ მისი ხილვა ძირითად შემადგენლობაში უფრო რეალურია. "ბარსელონას" თავკაცს შეტევის ხაზშიც დიდი არჩევანი აქვს - სესკმა და სანჩესმა "მალიორკას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში საოცარი თამაში აჩვენეს, თუმცა ამ ფეხბურთელების მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანა აუტსაიდერთან დაპირისპირების შემდგომ არ ღირს. დიდი ალბათობით, ფლანგებზე ვილია და პედრო გაირჯებიან, ხოლო ვინ გაუწევს მათ კომპანიონობას, ამას შეხვედრის დაწყების წინ გავიგებთ. "პსჟ"-ც არაა დანაკლისის გარეშე ჩასული ბარსელონაში - მატუიდი დისკვალიფიცირებულია, ხოლო მოტას მოედანზე გამოჩენა, ტრავმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა ვარაუდობენ, რომ გუნდის დახმარებას ტიაგო სილვა და ალექსი მაინც შეძლებენ, რომლებსაც შაბათს არ უთამაშიათ. შედეგიან მატჩს უნდა ველოდოთ, რადგან "ბარსელონა" მოწინააღმდეგეს შანსს ყოველთვის აძლევს, სწორედ ამიტომ, მასპინძლებმა შესაძლოა გოლი გაუშვან. მესის არყოფნა კი კატალონიელების შეტევებს შედარებით დაასუსტებს, რაც სხვა თავდამსხმელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს. ჯერჯერობით პირველი დაპირისპირების შემდგომ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. ძალიან საინტერესო იქნება იმის ყურება, შეეცდებიან თუ არა პარიზელები პირველ ნომრად თამაშს, და ვინ გაიტანს პირველ გოლს, ასევე რამდენად ადეკვატური იქნება დღევანდელი სუპერმატჩის არბიტრაჟი? სავარაუდო შემადგენლობები: "ბარსელონა" ვალდესი - ალვეში, ბარტრა, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა - პედრო, ფაბრეგასი, ვილია "პსჟ" სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ბექჰემი, მოტა - ლუკასი, პასტორე - იბრაჰიმოვიჩი, ლავესი ტრავმირებულნი: მესი (კითხვის ნიშნის ქვეშ), პუიოლი, მასკერანო - მოტა (კითხვის ნიშნის ქვეშ) დისკვალიფიცირებულნი: მასკერანო - მატუიდი დისკვალიფიკაციის ზღვარზე: სონგი, ალბა, ადრიანო, პიკე - ლავესი, ტიაგო სილვა საინტერესო ფაქტები • მიმდინარე სეზონში, “ბარსელონას” ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელი 73.7% არის, რაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია; • "პსჟ" ბოლო ექვსი წელიწადია ევროთასების მატჩებში საკუთარ მოედანზე არ მარცხდება. პარიზელების 24-მატჩიანი წაუგებელი სერია 2006-წელს "ჰაპოელთან" მარცხის შემდეგ გრძელდება; • 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ, “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის 20 თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 16 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს; • "პსჟ" ერთადერთი ფრანგული კლუბია, რომელმაც “კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის მატჩში არწაგება მოახერხა; • "ბარსელონა" 14 შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა შემდგომ ეტაპზე, მაშინ როდესაც 1/4 ფინალურ ეტაპამდე მიაღწია. ბოლოს კატალონიელები მეოთხედფინალიდან გათამაშებას 2002/03-წლების სეზონში "იუვენტუსთან" დაპირისპირებაში გამოეთიშნენ. • მიმდინარე გათამაშებაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე მეტი, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა;

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კლოპმა ლივერპული შესაძლოა ძალიან უცნაური მიზეზით დატოვოს - აგენტიც ალაპარაკდა

გერმანელმა სპეციალისტმა მერსისაიდულ გუნდში მეხუთე სეზონი დაიწყო და სასტარტო 5 შეხვედრაში 15 ქულა დააგროვა.

დღეს, 00:27

ფატი კიდევ ორ რეკორდთან არის ახლოს

"ბარსელონას" ვუნდერკინდი ანსუმანე ფატი კიდევ ორ რეკორდს უახლოვდება.

გუშინ, 23:24

კოუტინიო: "ბაიერნი ბარსელონასა და ლივერპულზე მეტად ჰგავს ერთ ოჯახს"

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა ფელიპე კოუტინიომ თავის გუნდზე ისაუბრა:

გუშინ, 23:09

კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა:

გუშინ, 23:00

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი: "ფირმინოს გაყიდვა მესისა და რონალდუს ფასადაც არ ღირს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯერმეინ ჯენასმა რობერტო ფირმინოზე ისაუბრა:

გუშინ, 22:47

როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

გუშინ, 22:36

ნეიმარი: "პსჟ-ს ქომაგებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს"

"პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:11

ნავასი: "რეალი უკვე წარსულშია"

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეულმა კეილორ ნავასმა საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 21:59

დე ხეა: "მანჩესტერში თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, დავიდ დე ხეამ პირველი კომენტარი გააკეთა:

გუშინ, 21:18

ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპის საუკეთესო გუნდი დაასახელა:

გუშინ, 21:03

კლოპის აგენტი: "იურგენი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს"

იურგენ კლოპის აგენტმა მარკ კორიცკემ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:

გუშინ, 20:51

ნევილი: "რაიოლა ევროპული ფეხბურთის სირცხვილია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა მინო რაიოლა მკაცრად გააკრიტიკა:

გუშინ, 20:38

ფატი ბარსელონას შესაძლოა 7 მატჩით დაემშვიდობოს

ანსუ ფატიმ შესაძლოა "ბარსელონას" უახლოესი შვიდი შეხვედრა გამოტოვოს.

გუშინ, 20:16

დე ბრუინი: "5-ქულიანი ჩამორჩენა არაფერს ნიშნავს"

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

გუშინ, 20:00

სენ-პიერი: "ფერგიუსონმა სატიტულო ბრძოლა დაიმსახურა"

UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერმა ტონი ფერგიუსონზე ისაუბრა:

გუშინ, 19:49

ჰესკი: "ჯერარდმა და ლამპარდმა სამსახური კანის ფერის გამო მიიღეს"

ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ემილ ჰესკიმ საკმაოდ პროვოკაციული განცხადება გააკეთა:

გუშინ, 19:38

ითამაშებს თუ არა მესი დორტმუნდთან? - ბარსას განაცხადი ცნობილია

"ბარსელონას" განაცხადი დორტმუნდის "ბორუსიასთან" შეხვედრისთვის ცნობილია.

გუშინ, 19:27

ოფიციალურად: დავიდ დე ხეას მომავალი გადაწყვეტილია

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ საიტზე დავიდ დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

გუშინ, 18:18

"14 დეკემბერი, დუბლინი", - მაკგრეგორმა დაბრუნება დააანონსა?

UFC-ს ნახევარმსუბუქი და მსუბუქი წონების ირლანდიელმა ექს-ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 18:03

კოუტინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ დაეხმარა ბაიერნში ადაპტაციის გავლაში

"ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 17:12

1 მილიარდი ევრო! - მილანი შესაძლოა Louis Vuitton-მა იყიდოს

კომპანია Louis Vuitton Mo?t Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი, ბერნარ არნო შესაძლოა "მილანის" ახალი მფლობელი გახდეს.

გუშინ, 17:06

პრაქტიკულად გადაწყდა: მანჯუკიჩის ახალი კლუბი ცნობილია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი ზამთარში კლუბს დატოვებს.

გუშინ, 16:58

პერესი: "რეალის ფეხბურთელები სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებენ"

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის შესახებ ისაუბრა.

გუშინ, 16:42

ბუსკეტსი: "სტერლინგის მესისთან შედარება მეტისმეტია"

"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი საინტერესო განცხადებას აკეთებს.

გუშინ, 15:48

"ბარსელონაში ზოგიერთი ძალიან ცუდად მეპყრობოდა", - პაკო ალაპარაკდა

"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა "ბარსელონაში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

გუშინ, 15:43

რეალსა და ბარსელონას ვან დეიკის შეძენა სურთ - Diario AS

"ლივერპულის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა კარიერა შესაძლოა ესპანეთში გააგრძელოს.

გუშინ, 15:34

მესი ბექჰემის კლუბში? - GOAL.COM-ის უახლესი ინფორმაცია

აქამდე არსებული ცნობით, "ინტერ მაიამის" "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის დამატება სურს.

გუშინ, 15:28

მესი ფატის გამოსასყიდი თანხის გაზრდას ითხოვს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა.

გუშინ, 15:21

ჯეკო: "იმედია, მხითარიანი რომაში მრავალი წლით დარჩება"

„რომას“ ბოსნიელი ფორვარდი გუნდის ახალწვეულზე, ჰენრიხ მხითარიანზე ისაუბრა.

გუშინ, 13:42

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10