ავტორიზაცია

რონალდუმ იუვეს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 3 სეზონში იმაზე ნაკლები გაიტანა, ვიდრე რეალში გატარებულ ბოლო ერთ სეზონში

რონალდუმ იუვეს მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 3 სეზონში იმაზე ნაკლები გაიტანა, ვიდრე რეალში გატარებულ ბოლო ერთ სეზონში
თარიღი 10 მარ 2021, 02:52

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ ჩემპიონთა ლიგის მაგია დაკარგა.

პორტუგალიელმა „რეალში“ თავი ჩემპიონთა ლიგაზე წარმოუდგენელი პერფომანსებით და უამრავი გოლებით გამოიჩინა, რამაც ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირადაც კი აქცია. თუმცა, „იუვენტუსში“ იგივეს გამეორება მას წარმოუდგენლად უჭირს.

საინტერესოა, რომ „იუვეს“ მაისურით მან სამ ჩატარებულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე ნაკლები გოლი გაიტანა (14), ვიდრე „რეალში“ გატარებულ ბოლო ერთ სეზონში (15).

შედეგად, ის უკვე მეორე სეზონია ტურნირს 1/8-ფინალიდან ეთიშება.

იხილეთ ასევე:

ტურინში იღბალი ვერ ჩაიტანა! როგორი შედეგი აქვს რონალდუს იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე?

4:4 ორი მატჩის ჯამში და წარმოუდგენელი დრამა! იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა