ავტორიზაცია

ადვოკატის ინფორმაციით, ქართულმა არასამთავრობოებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს - ჭკადუა ომბუდსმენს მიმართავს [შესწორებულია]

ადვოკატის ინფორმაციით, ქართულმა არასამთავრობოებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს - ჭკადუა ომბუდსმენს მიმართავს [შესწორებულია]
თარიღი 12 მარ 2021, 20:03

სიახლე შესწორებულია Goal.ge-ს ადმინისტრაციის მიერ:

მას შემდეგ, რაც სიახლე გამოქვეყნდა ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა მისი გასაჩივრება, რის გამოც Goal.ge-ს ადმინისტრაციამ შემდეგი ცვლილებები განახორციელა:

1. ფოტოზე გამოსახული იყო ნინო ლომჯარია იმ მიზეზით, რომ ბასილაშვილის ადვოკატმა მას მიმართა. რაც შეეხება სათაურს იქ ლომჯარიას გვარი არ ფიგურირებდა, რის გამოც მოხდა სიახლის გასაჩივრება და Goal.ge-ს ადმინისტრაციამ ქალბატონი ლომჯარიასადმი მიმართვა სათაურში დაამატა.

2. სათაურში მითითებული იყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვეს, რაც დაქორექტირდა, ადვოკატის სიტყვებად. Goal.ge ამ ფაქტზე სხვა ინფორმაციას არ ფლობს და სიახლე დაფუძნებულია ადვოკატის ციტატაზე.

შესწორებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სპორტსმენის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა. 

რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერი 3 სეტში დაამარცხა, რის შემდეგაც ქართულმა არასამთავრობოებმა ტურნირის ორგანიზატორებს მიმართეს.

ამ ფაქტზე, ბასილაშვილის ადოვკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში ისაუბრა და სახალხო დამცველს ჩართულობისკენ მოუწოდა.

"არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. 

სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ გრანტი მოიპოვონ. 

მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი", - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, იხილეთ: ბაია პატარაია: "რატომ ალანძღინა მთავარმა არხმა ჭორიკანა ადვოკატს ენჯეოები"

 

ბასილაშვილი ფედერერთან გამარჯვებას ფეისბუქზე პოსტით გამოეხმაურა

ვინ არის გოგონა, რომელიც ფედერერთან მატჩში ბასილაშვილს მისი ბოქსიდან ქომაგობდა?

"ცოლის მცემელმა კაცმა კაცების კაცის ტიტულიც დაიმსახურა", - ბაია პატარაია ბასილაშვილის წარმატებას გამოეხმაურა