ავტორიზაცია

ლივერპულთან დაწყვილების შემდეგ აზარი საშინელ ხასიათზეა

ლივერპულთან დაწყვილების შემდეგ აზარი საშინელ ხასიათზეა
თარიღი 21 მარ 2021, 02:57

უცხოური პრესა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ ედენ აზარი საშინელ ხასიათზე.

როგორც იცით, ლიგის 1/4 ფინალში მადრიდის "რეალი" ინგლისურ "ლივერპულს" შეხვდება.

აზარი კი იმაზეა გაბრაზებული, რომ მას მერსისაიდულ გუნდთან ორივე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

ბელგიელმა გასულ კვირას მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც კვლავ ლაზარეთშია. "ლივერპულთან" დაპირისპირებაში შედეგიანი თამაში, აზარისთვის მაღალ მწვერვალებზე დაბრუნების იდეალური შანსი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლების სეზონში, აზარმა ჯამში მხოლოდ 646 წუთი ითამაშა (დაახლოებით 7 სრული მატჩის დრო).

რეალის შეთავაზება იუვენტუსს: სიმბოლური თანხა + ფეხბურთელი რონალდუს სანაცვლოდ

რობერტო კარლოსი: "რეალი ლივერპულზე ბევრად უკეთეს ფორმაშია"

VIDEO: ვინ, თუ არა ის? რეალი ისევ კარიმ ბენზემამ დააწინაურა