ფოტო: იუვენტუსის ორიგინალური საჩუქარი რონალდუს - რა ეწერა მაისურს მისი სახელის ნაცვლად?
იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურში „იუვენტუსი“ შინ „ბენევენტოსთან“ სენსაციურად დამარცხდა - 0:1.
ტურინული გუნდისთვის და მისი ლიდერისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, ამ მატჩიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჯერ კიდევ მის დაწყებამდე დაფიქსირდა.
თამაშის წინ, გუნდის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ, რონალდუს პელეს რეკორდის დამხობის და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაუფლების საპატივცემლოდ, მაისური უსახსოვრა წარწერით 770 (სწორედ ამდენი გოლი აქვს ამ ეტაპზე პორტუგალიელს კარიერაში გატანილი).
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მაისურს, ტრადიციულად რონალდუს სახელის ნაცვლად, აბრევიატურა G.O.A.T აწერია, რაც იშიფრება როგორც Greatest of all time (ყველა დროის საუკეთესო).
ასევე იხილეთ:
"დროა განვმარტო, რატომ არ ვაქცევდი ამ რეკორდს ყურადღებას დღემდე", - რონალდუ
"გილოცავ, ჩემი რეკორდი დაამხე! შენით გაოგნებული ვარ", - პელე რონალდუს