ლაპორტამ ვალდესს სასურველი თანამდებობა არ მისცა და ვიქტორმა ბარსელონა დატოვა

ცნობილია, რომ ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" დაბრუნებას აღარ აპირებს.
კლუბის ყოფილი კიპერი, საარჩევნო კამპანიის დროს ხოან ლაპორტას აქტიურად უჭერდა მხარს და ლაპორტაც ამბობდა, რომ ესპანელი გუნდში იმუშავებდა.
"ჩვენ შეთანხმებას დავდებთ. ვიცი, რომ ვიქტორს ეს უნდა", - ამბობდა პრეზიდენტი არჩევნების წინ.
MARCA წერს, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
ლაპორტამ ვიქტორ ვალდესს მეკარეების მწვრთნელის პოსტი შესთავაზა, რაც ყოფილმა კიპერმა იუარა.
39 წლის ესპანელს სურდა, რომ რომელიმე ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო.
ლაპორტა ჰოლანდის აგენტს პირადად დაუკავშირდა
ჟოან ლაპორტამ ბარსელონაში პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა - თანაც, უფასო