"რონალდუმ იტალიის ბოლო 30 წლის საუკეთესო გუნდი დაანგრია", - კასანო

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"იუვენტუსის ნგრევა რონალდუს ტრანსფერის შემდეგ დაიწყო. მის მოსვლამდე ეს გუნდი იტალიაში უკანასკნელ 30 წელიწადში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებდა.
ეს ყველაფერი ხდებოდა ალეგრის დამსახურებით, თუმცა შემდეგ მოვიდა პორტუგალიელი თავდამსხმელი, რომელსაც მწვრთნელმა ვერაფერი მოუხერხა.
მასიმილიანო შეეწირა სწორედ მას, შემდეგ სარი და იგივე გზას ახლა პირლოც გადის. ტურინი გადართულია მხოლოდ კრიშტიანუს გოლებზე, რაც არასწორია.
მან ეს გუნდი გახადა დამოკიდებული, თავად ბებერი ქალბატონის ლიდერს კი თავისი რეკორდების გარდა სხვა არაფერი აღელვებს.
არადა გაიხსენეთ, მისი ტრანსფერი ხომ განხორციელდა ჩემპიონთა ლიგის მოგების მიზნით, რაც ვერ მოხერხდა", - განაცხადა იტალიელმა.
ასევე იხილეთ: