"კავანის თამაშში მხოლოდ ერთ მინუსს ვხედავ", - ბერბატოვი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ედინსონ კავანის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ჩემი ნება რომ იყოს, კავანის მანჩესტერში აუცილებლად დავტოვებდი. ის არის საოცარი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, რომელიც კონკურენციას ქმნის.
ურუგვაელი თავდამსხმელს აქვს მხოლოდ ერთი მინუსი - ის არ არის 21-წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც 90 წუთი დაუღალავად სირბილი შეუძლია.
ეს არ არის ედინსონის უარყოფითი მხარე, რადგან დრო არავის ინდობს და ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი შედის ასაკში, ეს ბუნებრივია.
იუნაიტედს ჰყავს მსოფლიო კლასის ფორვარდი, რომელმაც თავისი ბომბარდირული პოტენციუალი უკვე არაერთხელ დაამტკიცა"
ასევე იხილეთ:
დარჩება კავანი მანჩესტერში? - სოლსკიაერმა კომენტარი გააკეთა
"ინგლისში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს", - კავანის მამამ მომავალი სათამაშო ადგილი დაასახელა