VIDEO: სოციალურ ქსელში იმართება "ქეცბაიას თასი", მონაწილეობენ ბატისტუტა, ტოტი, ბეილი, ობამეიანგი
ცნობილი გამოცემა copa90 ატარებს გამოკითხვას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ორიგინალური გოლის აღნიშნვის გამოსავლენად.
პორტალმა წარადგინა რვა კანდიდატი, რომელთა შორის არის გაბრიელ ბატისტუტა, ფრანჩესკო ტოტი, რობი ფაულერი, გარეტ ბეილი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და სხვები.
ვირტუალურ ტურნირს სახელად ჰქვია The Ketsbaia Trophy, რაც ითარგმნება როგორც ქეცბაიას თასი. ეს არის რეფერენსი ქართველი ექს-შემტევის მისამართით, პრემიერ ლიგის 90-იანებიდან.
საუბარია თემურის გოლის აღნიშნვაზე "ნიუკასლ იუნაიტედში" თამაშის დროს, როდესაც მან სარეკლამო ბანერის მტვრევა დაიწყო.
ცნობისთვის, პირველი ტური უკვე გაიმართა და უელსელი ვინგერის გულს გაბონელი თავდამსხმელის შავმა პანტერამ აჯობა.
ასევე იხილეთ: