კარგი ამბავი - შვედეთს საქართველოსთან მატჩის წინ ერთ-ერთ ლიდერი გამოაკლდა
დღეს, 23:45 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში შვედეთი საქართველოს მიიღებს.
ცნობილია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, შვედების ერთ-ერთი ლიდერი მარკუს ბერგი. ის ეროვნული გუნდის ღირსებას 2008 წლიდან იცავს და 80 მატჩი აქვს ჩატარებული.
ბერგი ნაკრებში გამოძახებული იყო, თუმცა მას ტრავმა აწუხებდა, რის გამოც გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ის საქართველოსთან ვერ იასპარეზებს.
ასევე, შვედებს დღეს საკმაოდ გამოცდილი ანდრეას გრანქვისტი და იოჰამ ნილსონიც დააკლდებიან, თუმცა მათ დანაკლისზე აქამდეც იყო ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გრანქვისტმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში 2 გოლი გაიტანა და მისი დიდი დამსახურება იყო, რომ შვედეთი ფლეი ოფში გავიდა.
ფოტოები: საქართველოსთან მატჩის წინ იბრამ შვედეთის ნაკრებთან ერთად ივარჯიშა
როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგნელობა შვედეთთან მატჩში?
"ღმერთის დაბრუნება" - იბრა შვედეთის ნაკრებში დაბრუნებას ეხმაურება