ავტორიზაცია

საქართველოს წინააღმდეგ თამაშის შემთხვევაში, რამოსს ისტორიული რეკორდის გამეორებამდე 4 მატჩი ექნება დარჩენილი

საქართველოს წინააღმდეგ თამაშის შემთხვევაში, რამოსს ისტორიული რეკორდის გამეორებამდე 4 მატჩი ექნება დარჩენილი
თარიღი 26 მარ 2021, 11:20

ესპანეთისა და საბერძნეთის ეროვნული გუნდების შეხვედრაში მოედანზე იყო სერხიო რამოსიც, რომელმაც ნაკრებში 179-ე მატჩი ჩაატარა.

ესპანელი ცენტრალური მცველი საერთაშორისო სანაკრებო თამაშების რაოდენობით იყოფს მეორე ადგილს აჰმედ მუბარაკთან, ომანიდან.

პირველ პოზიციაზე არის ეგვიპტის ნაკრების ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, აჰმედ ჰასანი, რომელმაც 1995-2012 წლებში 184 მატჩის ჩატარება მოასწრო.

როგორც ვხედავთ, "ფურია როხას" უცვლელ კაპიტანს "ფარაონების" ყოფილ ჰავბეკამდე სულ რაღაც ხუთი შეხვედრა აშორებს.

პირენეელები შემდეგ თამაშს გამართავენ სტუმრად საქართველოსთან, 28 მარტს და იმ შემთხვევაში, თუ 34-წლის უკანახაზელი იქნება მოედანზე, აფრიკელ ვეტერანს ის კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

ასევე იხილეთ:

ითამაშებს რამოსი თბილისში? ესპანელმა მოედანი ნაადრევად დატოვა

მცველებს შორის, ლიგაზე რამოსზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გატანილი