ავტორიზაცია

ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩის წინ მეტოქე გააფრთხილა

ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩის წინ მეტოქე გააფრთხილა
თარიღი 28 Mar 2021, 04:23

სანაკრებო პაუზის დროს თემურ ქეცბაიამ ბერძნულ გამოცემასთან  SDNA.GR-სთან ისაუბრა.

როგორც იცით, საქართველო მომდევნო კვირას საბერძნეთსაც ხვდება და ქართველს ამაზეც ჰკითხეს.

"საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთთან საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირა. ასევე, ვნახე საქართველოს მატჩი შვედეთთან და ვფიქრობ, რომ საბერძნეთს შეუძლია ჯგუფში მე-2 ადგილისთვის იბრძოლოს, ისევე, როგორც საქართველოს.

რას ვურჩევდი ბერძნებს საქართველოსთან მატჩის წინ? პირველ რიგში საქართველოს ნაკრები დააფასეთ. სხვა შემთხვევაში ისინი აუცილებლად შეგიქმნიან პრობლემებს.

საქართველოს გუნდს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც გამარჯვებები სწყურიათ", - განაცხადა ქეცბაიამ.

კასილასი საქართველოსთან იბრას კარგ თამაშს გამოეხმაურა

ფოტო: შვედეთის საქართველოსთან მოგება ერთ სახალისო კარიკატურაში - მომენტი, როცა გუნდში ჯინი გყავს!

"საქართველო ბურთს კარგად ფლობს, დაცვაში თამაში იციან", - ლუის ენრიკე მატჩის წინ