ავტორიზაცია

"საქართველო ბურთს კარგად ფლობს, დაცვაში თამაში იციან", - ლუის ენრიკე მატჩის წინ

"საქართველო ბურთს კარგად ფლობს, დაცვაში თამაში იციან", - ლუის ენრიკე მატჩის წინ
თარიღი 27 Mar 2021, 19:42

საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ გააკეთა.

"საქართველოზე ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ერთი მატჩი ვნახეთ და გამოვიტანეთ დასკვნა, რომ დაცვაში კარგად თამაში იციან.

იგივე თამაშს ველით, რაც მათ შვედეთთან ითამაშეს. ქართველებმა ბურთის ფლობა კარგად იციან და შვედეთთან ფრესაც იმსახურებენ.

არამგონია, ჩვენთვის ადვილი მატჩი იყოს. მითუმეტეს, საბერძნეთთან ვერ მოვიგეთ და გამარჯვების შემდგომი თამაში არ გამოგვდის. 

ბოლო დროს მაყურებლიან სტადიონს მიჩვეული არ ვართ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ გულშემატკივრის ნაწილი იქნება.

ამ სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, სუპერთასი ბარსელონასთან ერთად 6 წლის წინ მოვიგე და იმედია, ხვალაც გამარჯვებულები წავალთ.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთს ვერ მოვუგეთ, ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ხვალ რამდენიმე ცვლილება იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოსთან ადვილი გასეირნება არ გველის", - განაცხადა ენრიკემ.

 

ლორია: "ვაისმა მოახერხა ის, რომ საქართველო ერთ მუშტად შეკრა"

"ესპანეთთანაც იგივეს ველი", - სანიოლმა შანსები შეაფასა

"რატომ შევცვალე კვარაცხელია?" - სანიოლის კომენტარი