ავტორიზაცია

ჯუღელი: "კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატს აუცილებლად დატოვებს"

ჯუღელი: "კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატს აუცილებლად დატოვებს"
თარიღი 29 Mar 2021, 19:42

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, „რუბინის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი მიზანია, ხვიჩა გუნდში მაქსიმალურად დიდი ხნით დატოვოს. ამ განცხადებას ჯუღელმა მალევე უპასუხა:

„სევილია? ის ოფიციალურად ჯერ არ დაგვკავშირებია. ხვიჩა „რუბინის“ ფეხბურთელია, თუმცა გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, ის რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს. თუმცა, საამისოდ სერიოზული შემოთავაზება უნდა მივიღოთ. არსად გვეჩქარება და დაცდაც შეგვიძლია. „რუბინში“ ყველაფერი აკმაყოფილებს, ის ვითარდება და პროგრესირებს.

გოლი ესპანეთის კარში? გოლი ყოველთვის კარგია, მისთვის ეს სტიმულია, რადგან ესპანეთს ყოველდღე ვერ გაუტანს. თუმცა, ის მალევე დაივიწყებს მას და შრომას გააგრძელებს, რათა კიდევ უფრო კარგი ფეხბურთელი გახდეს.“ - აღნიშნა ჯუღელმა რუსულ პრესასთან საუბარში.

რუსეთის პრემიერ ლიგის ამ სეზონში კვარაცხელიას 20 მატჩში 3 გოლი და 8 ასისტი აქვს გაფორმებული.

ასევე იხილეთ: 

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია!

VIDEO: კვარაცხელიას ყველა ეპიზოდი ესპანეთთან მატჩიდან

"ჩემი ამოცანა კვარაცხელიას გაყიდვა არ არის", - რუბინის დირექტორი