ავტორიზაცია

როდის ეწურება კვარაცხელიას რუბინთან კონტრაქტი?

როდის ეწურება კვარაცხელიას რუბინთან კონტრაქტი?
თარიღი 03 აპრ 2021, 02:22

მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე არა ერთი ცნობა ვრცელდება.

transfermarket-ი ამ ეტაპზე 20 წლის შემტევს მხოლოდ 10 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ცხადია, რომ "რუბინი" ახალგაზრდა ტალანტს ამ ფასად არ დათმობს.

გაცნობებთ, რომ ხვიჩას რუსულ გუნდთან 2024 წელს ეწურება ხელშეკრულება.

2019 წელს კვარაცხელია "რუბინში" "რუსთავიდან" გადავიდა და transfermarket-ის ინფორმაციით ტრანსფერი უფასოდ შედგა (რუსთაველებს არც ერთი თეთრი არ მიუღიათ).

მანამდე, 2018 წელს ხვიჩა "რუსთავში" "დინამო თბილისიდან" გადავიდა და ამ ტრანსფერიდან არც დედაქალაქურ გუნდს მიუღია სატრანსფერო თანხა - ესეც უფასო ტრანსფერი იყო.

VIDEO: რომელ გუნდს ქომაგობს ხვიჩა კვარაცხელია?

"სანჩოსა და კოსტას უკვე სჯობს", - რას წერენ გერმანელი ფანები კვარაცხელიაზე?

ბაიერნს ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს - Express