ავტორიზაცია

მერამდენე მატჩში შეწყდა ტუხელის წაუგებელი სერია ჩელსიში?

მერამდენე მატჩში შეწყდა ტუხელის წაუგებელი სერია ჩელსიში?
თარიღი 03 აპრ 2021, 18:39

პრემიერ ლიგის 30-ე ტურში „ჩელსი“ შინ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან“ 2:5 განადგურდა.

ეს მარცხი თომას ტუხელისთვის „ჩელსის“ მწვრთნელის რანგში პირველი გამოდგა.

გერმანელ სპეციალისტთან ერთად, ლონდონური კლუბი 15 მატჩის მანძილზე არ აგებდა ტუხელმა წაუგებელი სადებიუტო მატჩების რაოდენობით რეკორდიც დაამყარა.

იქამდე, რეკორდი ლუიშ ფილიპე სკოლარის ეკუთვნოდა - 13 წაუგებელი მატჩით.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ ტუხელმა იანვრის ბოლოს ჩაიბარა, როცა გუნდიდან ფრენკ ლამპარდი დაითხოვეს. გერმანელთან ერთად, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოს" გაცდა და 1/4-ფინალში „ჩელსის" შეხვდება.

ასევე იხილეთ: 

მერამდენე მატჩში შეწყდა ტუხელის წაუგებელი სერია ჩელსიში?

ტუხელის პირველი მარცხი - ჩელსი აუთსაიდერთან განადგურდა