ავტორიზაცია

კვარაცხელიას ტრანსფერზე უკვე Sky Sports-იც წერს

კვარაცხელიას ტრანსფერზე უკვე Sky Sports-იც წერს
თარიღი 04 აპრ 2021, 03:27

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე უკვე Sky Sports-ის ავსტრიული გამოცემაც წერს.

ქართველმა შემტევმა მარტის სანაკრებო პაუზის დროს თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, სადაც გოლები ესპანეთსა და საბერძნეთს გაუტანა.

ასევე, გუშინ რუსეთის ჩემპიონატში ხვიჩამ მორიგი გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა.

მიმდინარე კვირას, გერმანულმა გამოცემა Express-მა დაწერა, რომ კვარაცხელიას დამატებით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

ამავე, ინფორმაციას ახლა უკვე Sky Sports-იც წერს, რომელიც Express-ის წყაროს ეყრდნობა.

"ქართველი ტალანტი ბაიერნში? აგენტი მინიშნებას აკეთებს", - ამ სათაურით აქვეყნებს Sky Sports-ი ინფორმაციას და პარალელურად კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის კომენტარია გადმოცემული.

"ადრე თუ გვიან, კვარაცხელია "ბაიერნსა" ან "რეალში" ითამაშებს."

დეტალური განხილვა — რამდენად რეალურია ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ბაიერნში?

კვარაცხელიას კომენტარი დღევანდელ მატჩში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ

გოოოოლ! - კვარაცხელიას ულამაზესი გოლი რუბინში