ავტორიზაცია

სლუცკი: "რუბინი მხოლოდ კვარაცხელია არ არის"

სლუცკი: "რუბინი მხოლოდ კვარაცხელია არ არის"
თარიღი 04 აპრ 2021, 10:15

რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ყაზანის "რუბინი" "სოჭის" დაუპირისპირდა და კვარაცხელიას გოლით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იმიტომ არ იყო, რომ ნაკრები გადაიღალა და მეორე ტაიმში შემოყვანა ვარჩიე.

რუბინი მხოლოდ კვარაცხელია არ არის. ამ გუნდში ჩემთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია", - განაცხადა სლუცკიმ.

გოოოოლ! - კვარაცხელიას ულამაზესი გოლი რუბინში

კვარაცხელიას კომენტარი დღევანდელ მატჩში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ

კალაძე კვარაცხელიაზე მალდინის ესაუბრა - Sportmediaset