ავტორიზაცია

კალაძე კვარაცხელიაზე მალდინის ესაუბრა - Sportmediaset

კალაძე კვარაცხელიაზე მალდინის ესაუბრა - Sportmediaset
თარიღი 04 აპრ 2021, 03:33

იტალიური გამოცემა sportmediaset.it წერს, რომ პაოლო მალდინი სერიოზულად არის დაინტერესებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით.

"მილანის" ლეგენდას სურს, რომ კლუბში ახალგაზრდა მოთამაშეები ჭარბობდნენ და სწორედ ამიტომ მისი ერთ-ერთი სამიზნე 20 წლის ქართველი გახდა.

წყაროს ცნობით, მალდინის კვარაცხელიას შესახებ კახა კალაძე ესაუბრა, რომელიც პაოლოს თანაგუნდელი წლების განმავლობაში იყო და მას კარგად იცნობს.

sportmediaset.it ვარაუდობს, რომ პაოლო მალდინისა და ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელს შორის მალე შეხვედრაც შედგება.

კვარაცხელიას ტრანსფერზე უკვე Sky Sports-იც წერს: "ქართველი ტალანტი ბაიერნში?"

დეტალური განხილვა — რამდენად რეალურია ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ბაიერნში?

კვარაცხელიას კომენტარი დღევანდელ მატჩში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ