იაშვილმა დაადასტურა - გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო!

ტელეკომპანია იმედის გადაცემაში „სპორტი იმედზე“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი სტუმრობდა.
სხვა თემებზე საუბრის გარდა, იაშვილმა გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა და დაადასტურა ის ინფორმაცია, რომელიც გუშინ Goal.ge-მ მოგაწოდათ. კერძოდ, გიორგის ახალი ტრავმის შესახებ.
"ჯერ არ ვიცით არის თუ არა მზად", - ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო?
„გიორგის გუშინ ველაპარაკე. სამწუხაროდ, მან მცირე ტრავმა მიიღო. ჯერ არ იცის, რამდენი გაუცდება, სამედიცინო შემოწმება დღეს ჩაუტარდება და ამის შემდეგ, ზუსტად ეცოდინება.“ - აღნიშნა იაშვილმა.
ცნობისთვის, უკანასკნელად ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ჩაკვეტაძემ 2020 წლის ოქტომბერში მიიღო.
ოქროს ბიჭუნა შუშის კუნთებით - რამდენი მატჩი და დღე დაკარგა ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო?