ავტორიზაცია

"ხვიჩას არ ეძინა, გადაღლილი იყო, მაგრამ მატჩის ბედი გადაწყვიტა", - რუბინის დირექტორი

"ხვიჩას არ ეძინა, გადაღლილი იყო, მაგრამ მატჩის ბედი გადაწყვიტა", - რუბინის დირექტორი
თარიღი 04 Apr 2021, 18:01

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ „სოჭის“ ერთადერთი გოლი გაუტანა და თავის გუნდს მოაგებინა.

„სოჭისთან თანაბარი თამაში იყო, მეტოქეს კარგი გუნდი ჰყავს, ამიტომ გამარჯვება გაგვიხარდა. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დონე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

ჩემპიონთა ლიგა ახლოსაა? ღმერთმა ქნას. რა თქმა უნდა, იქ მოხვედრა რეალურია, რატომაც არა? კალენდარს მნიშვნელობა არ აქვს, უნდა მოვიგოთ - ზოგჯერ, ქულები მოულოდნელ ადგილებშიც იკარგება. დღეს კარგად ვითამაშეთ, მე მომეწონა!

ხვიჩა ყაზანში 9 საათი ბრუნდებოდა, ძალიან დაღლილი იყო და მთელ მატჩს ვერ ჩაატარებდა. „სოჭისთან“ თამაშის წინ, მან სლუცკის გულწრფელად უთხრა: „ძალიან დაღლილი ვარ“. მას არ ეძინა, გადაღლილი იყო, მაგრამ მატჩის ბედი გადაწყვიტა.“ - აღნიშნა საიმანოვმა.

იხილეთ ასევე: 

სლუცკი: "რუბინი მხოლოდ კვარაცხელია არ არის"

დღის ფოტო: კვარაცხელია გამარჯვებას სლუცკისთან ერთად აღნიშნავს

გოოოოლ! - კვარაცხელიას ულამაზესი გოლი რუბინში

კვარაცხელიას კომენტარი დღევანდელ მატჩში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ