"ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარა პასიური იქნება", - დორტმუნდში ჰოლანდისა და სანჩოს მომავალზე ალაპარაკდნენ
"დორტმუნდის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ გუნდის ლიდერებთან დაკავშირებით კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა.
ბორუსიელებს თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შენარჩუნება სურთ. გარდა ამისა, კლუბს არც გარემარბ ჯეიდონ სანჩოს გაშვება უნდა, მაგრამ ხელმძღვანელობა მზად არის ინგლისელის თაობაზე გამონაკლისი დაუშვას და გარკვეული შეთავაზებები განიხილოს.
"ერლინგთან, მამამისთან და მის აგენტ მინო რაიოლასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჰოლანდის შენარჩუნება გვსურს, რათა მომდევნო სეზონში ჩვენი გუნდის მაისურით თამაში და გოლების გატანა გააგრძელოს. ალტერნატიული გეგმები ჯერ არ გვაქვს".
"სანჩო უფრო დიდი ხანია, რაც კლუბის სტრუქტურაშია, ვიდრე ჰოლანდი. მასთანაც საჭირო იქნება საუბარი. თუ გამორჩეული შეთავაზება იქნება, ამ წინადადებას ფეხბურთელთან და აგენტთან განვიხილავთ".
"მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარა ძალიან პასიური იქნება. ვხედავთ, თუ როგორ დააზარალა კორონავირუსმა ტოპ-კლუბები. ეს არ არის მცირე ფინანსური ჭრილობები, რომლებიც რამდენიმე კვირაში იკურნება", - ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Goal.com.
ასევე იხილეთ:
სანჩოს ტაქტიკა! დორტმუნდი ჰოლანდში კატასტროფულ თანხას ითხოვს