ავტორიზაცია

დაინტერესება მილანიდან და ბაიერნიდან? - კობიაშვილი კვარაცხელიაზე საუბრობს

დაინტერესება მილანიდან და ბაიერნიდან? - კობიაშვილი კვარაცხელიაზე საუბრობს
თარიღი 06 აპრ 2021, 01:01

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით "ბაიერნი" და "მილანი" ინტერესდებიან.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში გააკეთა.

"გასაკვირი არაა, რომ ხვიჩას ინტერესზე ამ გუნდებზე იწერება. მომდევნო დღეებში ალბათ სხვა გუნდებზეც დაიწერება.

სანაკრებო და საკლუბო დონეზე ის არაჩვეულებრივად თამაშობს და შესაბამისად, კვარაცხელიია უყურადღებოდ ვერ დარჩება.

შეხვდა თუ არა კალაძეს მილანის ხელმძღვანელობა კვარაცხელიას ტრანსფერზე, ვერ დაგიდასტურებთ", - განაცხადა კობიაშვილმა.

სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ცნობილია - კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ლიდერი მილანია!

BREAKING: კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა

რა ღირს კვარაცხელია და არსებობს თუ არა დაინტერესება ბაიერნის მხრიდან? - რუბინის დირექტორის პასუხი