ავტორიზაცია

სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ცნობილია - კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ლიდერი მილანია!

სავარაუდო სატრანსფერო ფასიც ცნობილია - კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ლიდერი მილანია!
თარიღი 05 Apr 2021, 21:35

საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერა შესაძლოა "მილანში" გააგრძელოს.

როგორც ესპანური გამოცემა Todofichajes იუწყება, იტალიურმა კლუბმა 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებებში წინ სერიოზულად წაიწია.

"როსონერიმ" ყაზანელებთან მოლაპარაკებების პროცესი დააჩქარა. პოტენციური ტრანსფერი 19 მილიონ ევროდ ფასდება.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "რუბინის" მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ხვიჩამ მარტის მატჩებში ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარის აღება მოახერხა.

ასევე იხილეთ:

ესპანური პრესა კვარაცხელიას ლა ლიგაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ: "ეს უკვე სერიოზულია"

რა ღირს კვარაცხელია და არსებობს თუ არა დაინტერესება ბაიერნის მხრიდან? - რუბინის დირექტორის პასუხი

მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფინანსურად უფრო ძლიერ იუვენტუსს მილანი ჯობნის

BREAKING: კვარაცხელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - იტალიური პრესა