გვარდიოლა: "გადაიხდის თუ არა სიტი ჰოლანდის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს?"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ:
"ჰოლანდი არის უნიკალური თავდამსხმელი, რომელმაც თავისი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან ბევრი გოლი გაიტანა.
რა ღირს ის და გადაიხდის თუ არა მან სიტი ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ევროს? პასუხის გაცემისგან შევიკავებ თავს, რადგან სხვა გუნდის მოთამაშეების შესახებ ასე დეტალურად საუბარი არაკორექტულია.
შემიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენი კლუბის ამჟამინდელი სატრანსფერო პოლიტიკა ერთ ფეხბურთელში 100 მილიონის გადახდას არ გულისხმობს.
მომავალში შეიძლება მოხდას ასე, თუმცა უახლოეს პერიოდში არა. ასეთია ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება", - განაცხადა კატალონიელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22:45 საათზე, პეპის "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სწორედ "შავ-ყვითლების" შემტევს მიიღებენ.
ასევე იხილეთ:
"ჰოლანდის მამისა და რაიოლას საქციელი უპატივცემულობაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი