ავტორიზაცია

"ჰოლანდის მამისა და რაიოლას საქციელი უპატივცემულობაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი

"ჰოლანდის მამისა და რაიოლას საქციელი უპატივცემულობაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი
თარიღი 04 Apr 2021, 22:52

"ლივერპულის" ექს-ნახევარმცველმა, დიტმარ ჰამანმა "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის მამა და მისი აგენტი, მინო რაიოლა ევროპის წამყვან კლუბებთან 20 წლის შემტევის პოტენციურ ტრანსფერზე მოლაპარაკებების გამართვის გამო გააკრიტიკა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ალფ-ინგე ჰოლანდი რაიოლასთან ერთად "ბარსელონას", "რეალისა" და პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.

"და ეს "აინტრახტთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ! "დორტმუნდში" აშკარად შეიმჩნევა ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ჰოლანდის მამისა და რაიოლას საქციელი უპატივცემულობაა".

"თუ ერლინგს წასვლა უნდა, დაე წავიდეს. "დორტმუნდმა" ღირსეულად გადაიხადა 18 წლის ფეხბურთელში, მას უნდა უხაროდეს, რომ ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობა აქვს", - ციტირებს ჰამანის სიტყვებს Daily Mail.

20 წლის ჰოლანდმა "დორტმუნდის" რიგებში ჩატარებულ 50 მატჩში 49 გოლი გაიტანა. 2020 წლის იანვარში ბორუსიელებმა მის სანაცვლოდ "ზალცბურგს" 17 მილიონი ფუნტი გადაუხადეს.

ასევე იხილეთ:

სატრანსფერო ბომბი ბარსელონადან - რაიოლა და ჰოლანდის მამა მოლაპარაკებებზე კატალონიაში ჩაფრინდნენ!

BREAKING! რაიოლა და ჰოლანდის მამა ბარსელონადან მადრიდში ჩაფრინდნენ

შემდეგი გაჩერება ლონდონია - რაიოლა და ჰოლანდის მამა კიდევ 4 კლუბთან გამართავენ მოლაპარაკებებს