ავტორიზაცია

"საქართველოს ნაკრებში თბილად მიმიღეს, ეს იყო დიდი თავგადასავალი", - მიქაუტაძე

"საქართველოს ნაკრებში თბილად მიმიღეს, ეს იყო დიდი თავგადასავალი", - მიქაუტაძე
თარიღი 08 Apr 2021, 22:40

"სერენის" თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრა:

"განვაახლე ვარჯიში და ახლა თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრას და დებიუტს:

ეს იყო დიდი თავგადასავალი, რომლის მსვლელობისას ვიყავი ძალიან ბედნიერი, რადგან ყველა თბილად დამხვდა. მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს.

შვედეთთან შეხვედრა იყო საკმაოდ ინტენსიური, თუმცა სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დემონსტრირება ვერ შევძელი.

ახლა თავს ვგრძნობ კარგად და მხოლოდ წინსვლისა და განვითარების შესახებ ვფიქრობ", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა.

ასევე იხილეთ:

რა კავშირშია მანჩესტერ სიტი მიქაუტაძის ანდერლეხტში შესაძლო ტრანსფერთან?

რატომ საქართველო და არა საფრანგეთი? - მიქაუტაძის საინტერესო პასუხი სანაკრებო კარიერის შესახებ