ავტორიზაცია

მე-19 გოლი სეზონში - მიქაუტაძემ ბელგიაში კვლავ გაიტანა [VIDEO]

თარიღი 11 აპრ 2021, 09:23

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში "სერაინგი" "დეინზეს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში იყო მასპინძელთა ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე.

მიქაუტაძემ მეტოქის კარი მე-14 წუთზე აიღო და "სერაინგს" კიდევ ერთი მატჩი მოაგებინა.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელს უკვე 19 გოლი აქვს გატანილი.

 

"საქართველოს ნაკრებში თბილად მიმიღეს, ეს იყო დიდი თავგადასავალი", - მიქაუტაძე

რა კავშირშია მანჩესტერ სიტი მიქაუტაძის ანდერლეხტში შესაძლო ტრანსფერთან?