მიქაუტაძის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი - სატრანსფერო ჭორი, ვარაუდი და უკვე დადასტურებული ინფორმაცია

ტრავმის მოშუშების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდა და "სერენის" მაისურით მან ულამაზესი გოლის გატანაც მოასწრო.
საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი თავდამსხმელი. ლიეჟური გუნდის შემტევის გარშემო ტრიალებს სამი ვარიანტი:
პირველი: სატრანსფერო ჭორი - "ანდერლეხტი" ეძებს "მანჩესტერ სიტიში" დასაბრუნებლად მომზადებულ ლუკას ნმეჩას შემცვლელს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ 20-წლის გოლეადორის ტრანსფერს განიხილავს.
მეორე: ვარაუდი - პროქიმუს ლიგაში გაბრწყინების შემდეგ, "მეცი" დაიბრუნებს ჟორჟს, ეს კი მისთვის ლიგა 1-ში თამაშის პერსპექტივაა.
მესამე: ის, რაც უკვე მოხდა - ბელგიურმა გუნდმა იუპილერ ლიგის პლეი-ოფში თამაში უკვე გაინაღდა და უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის მათ სეზონის ბოლოს მე-17 ადგილოსანის დამარცხება სჭირდებათ.
ერთი სიტყვით, ქართველი სტრაიკერის პერსპექტივები ასეთია - "ანდერლეხტი", "მეცში" დაბრუნება ან "სერენი", თუმცა უკვე იუპილერ ლიგაში.
"საქართველოს ნაკრებში თბილად მიმიღეს, ეს იყო დიდი თავგადასავალი", - მიქაუტაძე
რა კავშირშია მანჩესტერ სიტი მიქაუტაძის ანდერლეხტში შესაძლო ტრანსფერთან?