ავტორიზაცია

მიქაუტაძის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი - სატრანსფერო ჭორი, ვარაუდი და უკვე დადასტურებული ინფორმაცია

მიქაუტაძის კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი - სატრანსფერო ჭორი, ვარაუდი და უკვე დადასტურებული ინფორმაცია
თარიღი 13 აპრ 2021, 16:59

ტრავმის მოშუშების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდა და "სერენის" მაისურით მან ულამაზესი გოლის გატანაც მოასწრო.

საინტერესოა, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი თავდამსხმელი. ლიეჟური გუნდის შემტევის გარშემო ტრიალებს სამი ვარიანტი:

პირველი: სატრანსფერო ჭორი - "ანდერლეხტი" ეძებს "მანჩესტერ სიტიში" დასაბრუნებლად მომზადებულ ლუკას ნმეჩას შემცვლელს და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ 20-წლის გოლეადორის ტრანსფერს განიხილავს.

მეორე: ვარაუდი - პროქიმუს ლიგაში გაბრწყინების შემდეგ, "მეცი" დაიბრუნებს ჟორჟს, ეს კი მისთვის ლიგა 1-ში თამაშის პერსპექტივაა.

მესამე: ის, რაც უკვე მოხდა - ბელგიურმა გუნდმა იუპილერ ლიგის პლეი-ოფში თამაში უკვე გაინაღდა და უმაღლეს დივიზიონში გადასვლისთვის მათ სეზონის ბოლოს მე-17 ადგილოსანის დამარცხება სჭირდებათ.

ერთი სიტყვით, ქართველი სტრაიკერის პერსპექტივები ასეთია - "ანდერლეხტი", "მეცში" დაბრუნება ან "სერენი", თუმცა უკვე იუპილერ ლიგაში.

"საქართველოს ნაკრებში თბილად მიმიღეს, ეს იყო დიდი თავგადასავალი", - მიქაუტაძე

რა კავშირშია მანჩესტერ სიტი მიქაუტაძის ანდერლეხტში შესაძლო ტრანსფერთან?