ავტორიზაცია

ზედიზედ მეორედ - ჯაბა კანკავა ფრანგულ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ზედიზედ მეორედ - ჯაბა კანკავა ფრანგულ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
თარიღი 14 აპრ 2021, 18:37

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგული ვალანსიენის მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ჯვაროსნების 35 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდში აღიარება ზედიზედ მეორედ მიიღო: კანკავა საუკეთესოდ თებერვალშიც აღიარეს.

ჯაბა კანკავა ვალანსიენში 2021 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყაზახური ტობოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კლუბთან კი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, 6 თვით გააფორმა.

ჯაბა კანკავამ ფრანგული გუნდის მაისურით 12-ჯერ ითამაშა. ვალანსიენი ლიგა 2-ში 32 ტურის შემდეგ 43 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში აიაქსიც ჩაერთო! - ჯუღელისა და ოვერმარსის შეხვედრა უკვე დაიგეგმა

"კანკავა ჩვენთვის იყო როგორც თორი შურისმაძიებლებისთვის", - ტობოლის მცველი