მე და ჩემი ოთახის პარტნიორმა იმ ღამით ვერ დავიძინეთ - კაშია ნიდერლანდების თასის ფინალს იხსენებს
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის ლოკომოტივის მცველ გურამ კაშიას ნიდერლანდური გამოცემა regiotvtiel.nl დაუკავშირდა და 2016-17 წლის სეზონის თასის ფინალური შეხვედრის ემოციების გახსენება სთხოვა.
"ჩემი ოთახის პარტნიორი ალკმაართან ფინალური მატჩის წინ კევინ დიკსი იყო. ყველანი ვნერვიულობდით, ვივახშმეთ და ოთახებში დავბრუნდით. ვსაუბრობდით მომდევნო დღეზე და იმდენად ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი, იმ ღამით თითქმის არ გვეძინა. მეორე დღისთვის გამოძინება მაინც მოვახერხეთ.
ფეხების დაჭიმვა, დაძაბულობა იყო, მაგრამ დიდი იყო მოტივაციაც. მზიანი დღე იყო, მახსოვს ვისაუზმეთ, ყავა მივირთვით და ქალაქში, სანაპიროზე გავისეირნეთ გუნდმა. ვისაუბრეთ, როგორ მოვიგებდით ფინალს და რა სიტუაცია იქნებოდა გასახდელში. გვსურდა, გამოცდილ მოთამაშეებს ახალგაზრდა წევრებისთვის გამოუცდელობა მოგვეხსნა და დაეჯერებინათ, რომ წარმატების მიღწევა შეეძლოთ. შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით, მაკარონი მივირთვი და წავედი დასასვენებლად, უნდა გამეანალიზებინა ალკმაარის თამაშის სტილი. მუცელში ვგრძნობდი, რომ უდიდესი თამაში გველოდა.
ვგრძნობდით, რომ ალკმაარი შემადგენლობით უფრო ძლიერი იყო, ავტობუსი სტადიონისკენ შუადღით დაიძრა, ბიჭები მუსიკებს უსმენდნენ, ცდილობდნენ კონცენტრაცია მატჩზე მოეხდინათ. დავინახეთ გულშემატკივრები სტადიონთან, ძალიან ბევრნი იყვნენ, ყველა გამარჯვებას ელოდა," - განაცხადა გურამ კაშიამ.
ფინალური შეხვედრა ვიტესმა 2017 წლის 30 აპრილს ალკმაარს 2:0 მოუგო. არნემული გუნდის ისტორიაში ეს პირველი ტიტული იყო და ეს ყველაფერი მათ ქართველის, გურამ კაშიას კაპიტნობით მოახერხეს.
"ჩვენ დალევა გასახდელშივე დავიწყეთ და ავტობუსში გავაგრძელეთ, უბედნიერესები ვიყავით. კარგად მახსოვს, ტრიბუნაზე გულშემატკივარი რა ბედნიერი იყო, მათთან ბევრი ვისაუბრეთ. კარგი საღამო იყო, ვგრძნობდით, რომ ჩვენს კარიერაში ყველაზე დიდი მოვლენა მოხდა," - დაასრულა გურამ კაშიამ.
ამ ტიტულის მოგების შემდეგ გურამ კაშია არნემის ვიტესში კიდევ 1 წლით დარჩა, ნიდერლანდურ გუნდთან ერთად კი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი ითამაშა, რის შემდეგაც ამერიკაში, MLS-ის ბინადარ სან ხოსეში 1.5 წლის განმავლობაში ითამაშა, 2021 წლის თებერვალში კი საქართველოს ჩემპიონატის კლუბ თბილისის ლოკომოტივთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
მიმდინარე სეზონში გურამ კაშიამ ლოკომოტივის მაისურით 7-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
რეალურია თუ არა აიაქსის ინტერესი? ამსტერდამული გუნდის დირექტორი კვარაზე ღიად ალაპარაკდა