ავტორიზაცია

"ოქრიაშვილი უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლაზე ფიქრობს", - კვიპროსული პრესა

"ოქრიაშვილი უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლაზე ფიქრობს", - კვიპროსული პრესა
თარიღი 17 აპრ 2021, 12:32

გამოცემა Protathlima-მ ფამაგუსტას "ანორთოსისის" შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

"ოქრიაშვილი კონცენტრირებულია ანორთოსისზე, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულებისთვის ის უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლას ეცდება.

ეს ლოგიკურია, რადგან ქართველი თავდამსხმელი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი კვიპროსის ჩემპიონატის ისტორიაში.

მისი და ფამაგუსტელების ურთიერთობა სრულდება სეზონის ბოლოს და უნდა აღინიშნოს, რომ თორნიკე მსურველების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თეთრ-ლურჯები ჩამოშორდნენ საჩემპიონო ბრძოლას არის ამ გუნდის ლიდერის ხანგრძლივი ტრავმა".

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გუნდის ათიანის სახელი უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ აქტიურად ნიქოზიას "ომონიას" დაუკავშირეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 29-წლის ფორვარდთან ერთად, "ანორთოსისს" ქართველი დამრიგებელიც დატოვებს, თუმცა მისი შემდეგი სამუშაო ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ოქრიაშვილი ანორთოსისს ტოვებს - ქართველი შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა

ბრწყინვალე შესრულება - ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა