ავტორიზაცია

გოლებთან ერთად ასისტიც - ბერიძემ უნგრეში ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

თარიღი 17 აპრ 2021, 23:55

უნგრეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "იუპეშტსა" და "მეზოკოვეშდს" შორის მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "იუპეშტის" ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე.

ბერიძემ ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მას 15 გოლი აქვს გატანილი.

 

ბერიძე ზივზივაძის წინააღმდეგ | უნგრეთის თასის ფინალში ქართული დაპირისპირება შედგება

მე-15 გოლი მიმდინარე სეზონში: გიორგი ბერიძემ უიპეშტი უნგრეთის თასის ფინალში გაიყვანა