ავტორიზაცია

[PHOTO] სეზონის ბომბარდირიც და საუკეთესოც - მიქაუტაძე ბელგიაში დააჯილდოვეს

[PHOTO] სეზონის ბომბარდირიც და საუკეთესოც - მიქაუტაძე ბელგიაში დააჯილდოვეს
თარიღი 18 აპრ 2021, 00:16

ბელგიური სერენის 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

მიქაუტაძეს ჯილდოები პროქსიმუს ლიგის 27-ე ტურში ლიერსთან(0-0) შეხვედრის შემდეგ გადასცეს.

გიორგი მიქაუტაძე სერენს 2020 წლის ზაფხულში ფრანგული მეციდან იჯარის წესით შეუერთდა და ბელგიურ კლუბში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა - 22 ოფიციალურ შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

მეცის მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ფრანგულ გუნდში დაბრუნდება და მის შანსს მიიღებს.

რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს? მეცმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო

ალბათ, ამდენი გოლიც ამიტომ გამაქვს - კაშიამ ელიგაში მისი შედეგიანობის მიზეზი ახსნა