ავტორიზაცია

მანუელ ნოიერმა ჰანსი ფლიკის წასვლაზე კომენტარი გააკეთა

მანუელ ნოიერმა ჰანსი ფლიკის წასვლაზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 18 აპრ 2021, 11:34

„ბაიერნის“ გოლკიპერმა, მანუელ ნოიერმა, გუნდიდან ჰანს-დიტერ ფლიკის წასვლაზე ისაუბრა.

„ეს ყველასთვის ძალიან ემოციური ისტორია იყო. გუნდურად დიდი სირთულეები გამოვიარეთ და ერთად დიდებული დრო გავატარეთ. 

მატჩის შემდეგ, ჰანსის საუაბრი გუნდთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უნდა გაგვეგო, რას იტყოდა იქამდე, სანამ წასვლის შესახებ ღიად გამოაცხადებდა. განსაკუთრებით, ასეთი თამაშის შემდეგ. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.“ - ციტირებს ნოიერის სიტყვებს Kicker.

შეგახსენებთ, რომ ფლიკმა „ვოლფსბურგთან“ 3:2 მოგების შემდეგ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაწყვეტა სურს.

ფლიკმა „ბავარია“ 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა და გუნდთან ერთდ იმავე სეზონში ყველა ტიტულის მოგება მოახერხა. 

დიდი ალბათობთ, გერმანელი სპეციალისტი ზაფხულში მშობლიურ ნაკრებს ჩაიბარებს, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოაჰიმ ლიოვი დატოვებს.

5 მწვრთნელი, რომელმაც შეიძლება ზაფხულში ბაიერნი ჩაიბაროს

ოფიციალურად: ჰანსი ფლიკი სეზონის ბოლოს მიუნხენის ბაიერნს დატოვებს