"გამოჩნდა, რატომ მოიშორეს ლოკომოტივიდან" - რუსულმა პრესამ კვერკველია გააკრიტიკა
რუსული პრემიერლიგის 26-ე ტურში მოსკოვის დინამოსთან(3:0) წაგებული მატჩის შემდეგ როტორის მცველი სოლომონ კვერკველია ცუდი თამაშის გამო გააკრიტიკეს.
"ბოლო მატჩში მოსკოვის დინამოსთან შეხვედრამ აჩვენა, რატომ ვერ დაბრუნდება მოსკოვის ცსკაში ვერასდროს სედრიკ გოგუა. ასევე გამოჩნდა, რატომ მოიშორა მოსკოვის ლოკომოტივმა საბა კვერკველია და აღარასდროს დაიბრუნებს მას. ქართველი მცველი ძალიან სუსტი იყო. მეკარე ჩონდრიჩი? მაშინ, როცა გუნდში ისეთი მენეჯმენტი გვეყოლება, რომელიც შედეგის დადებაზე იფიქრებს, ასეთი მეკარე მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე მოხვდება," - წერს riac34.ru.
საბა კვერკველია ვოლგოგრადის როტორს 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოსკოვის ლოკომოტივიდან იჯარით შეუერთდა. საქართველოს ნაკრების მცველს დედაქალაქელებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
მიმდინარე სეზონში სოლომონ კვერკველიამ როტორის მაისურით 14-ჯერ ითამაშა.
რუსეთის პრემიერლიგის 26 ტურის შემდეგ როტორს 18 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა. ამ მონაცემით, გუნდი მე-2 ლიგაში გავარდება.
სლუცკიმ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
რა ბედი ელის გიორგი მიქაუტაძეს? მეცმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო