კიდევ 3 გუნდის ვინაობა ცნობილია - ვინ უნდა იყვნენ სუპერლიგის 15 კლუბიან დამაარსებელთა სიაში?
ევროპის 12-მა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ახალი ტურნირი, სუპერლიგა დაანონსა.
ეს 12 კლუბია: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.
ცნობილია, რომ დამაარსებელი გუნდები ტურნირზე ყოველწლიურად გამოვლენ, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, დამატებით 5 გუნდი კი მოწვევით იქნება.
ამ ეტაპზე მხოლოდ 12 დამაარსებელი გუნდის ვინაობაა ცნობილი, დანარჩენი სამის პასუხი უცნობია.
MARCA წერს, რომ ეს სამი კლუბია: "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "პსჟ".
სუპერლიგის ფინანასები: რამდენ მილიარდს მიიღებენ სეზონში მონაწილე გუნდები?