სუპერლიგის ფინანასები: რამდენ მილიარდს მიიღებენ სეზონში მონაწილე გუნდები?
ევროპის წამყვანმა 12-მა გუნდმა დაანონსა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, ახალ ტურნირზე - სუპერლიგაზე ითამაშებენ, რომელიც თავად დაარსეს.
რეალურად, ეს გადაწყვეტილება მათ ფინანსური მხარის გამო მიიღეს.
ტურნირზე მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს, 15 დამაარსებელი, 5 კი ყოველწლიურად მოწვეული.
Sky Sports წერს, რომ თავდაპირველად 15-ვე დამაარსებელი გუნდი 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს, რათა ახალი ტურნირისთვის ინფრასტრუქტურა და სხვა საკითხები მოაგვარონ.
ამის შემდეგ ვარაუდობენ, რომ ტურნირის მოგება ყოველწლიურად 10 მილიარდი ევრო იქნება. თანხები თანაბრად გადანაწილდება და სეზონში, თითო მონაწილე გუნდს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო შეხვდება.
შედარებისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე არა თუ რიგითი მონაწილე, არამედ გამარჯვებული გუნდი 100 მილიონ ევროსაც არ იღებს (ჩემპიონის საშუალო გამომუშავებული თანხა 60-80 მილიონი ევრო არის).
შეგახსენებთ, რომ ახალი ტურნირის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი იქნება.
პერესი სუპერლიგაზე: "გვინდა, რომ ფეხბურთს დავეხმაროთ"
სუპერლიგის ფორმატი ცნობილია - 10-10 გუნდიანი ჯგუფები
სუპერლიგას ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა: "ეს ფეხბურთს დააზიანებს"