ავტორიზაცია

ვინ სურდა ნაკრების მწვრთნელად სფფ-ს სანიოლამდე? - პოლონელი მწვრთნელის კომენტარი

ვინ სურდა ნაკრების მწვრთნელად სფფ-ს სანიოლამდე? - პოლონელი მწვრთნელის კომენტარი
თარიღი 19 Apr 2021, 11:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას იანვარში მცდელობა ჰქონდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელობაზე პოზნანის ლეხის ამჟამინდელი მწვრთნელი მაცეი სკორჟა დაეთანხმებინა.

ამის შესახებ 49 წლის პოლონელმა მწვრთნელმა ადგილობრივ გამოცემა sport.interia.pl-სთან ისაუბრა და აღიარა, რომ ნიკა კვეკვესკირის შესაძლებლობების შესახებ სწორედ აქედან გაიგო, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი პოზნანურ გუნდში მიიწვია.

"ნიკა კვეკვესკირის შესაძლებლობებს ვიცნობდი, რადგან ისე მოხდა, რომ 2021 წლის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შევხვდი და ვისაუბრეთ ეროვნული ნაკრების ჩაბარების საკითხზე, რაზეც ვერ შევთანხმდით. იმ პერიოდში ვნახე ფეხბურთელები, რომელთაც შეეძლოთ კარგ კლუბში თამაში. ნიკა კვეკვესკირმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაღალ დონეზე ატარებდა სანაკრებო თამაშებს," - განაცხადა მაცეი სკორჟამ.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის ლეხს 2021 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 6-თვიანი კონტრაქტით, სამომავლოდ 2-წლით გახანგრძლივების პერსპექტივით შეუერთდა. მას შემდეგ ქართველმა პოლონურ გუნდში 8-ჯერ ითამაშა.

მაცეი სკორჟა პოზნანის ლეხს 2021 წლის იანვრიდან წვრთნის. 49 წლის სპეციალისტის სანაკრებო გამოცდილებას რაც შეეხება, 2018-20 წლებში გაერთიანებული ემირატების 23-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო 2003-2006 წლებში პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

"ეს ჩემი სრული შესაძლებლობები არ ყოფილა" - კვეკვესკირი ლეხის ფანებს სანახაობას პირდება

"გამოჩნდა, რატომ მოიშორეს ლოკომოტივიდან" - რუსულმა პრესამ კვერკველია გააკრიტიკა