"ხელში ბრილიანტი მიჭირავს და მისი გაყიდვა ჩემთვის პრიორიტეტი არ არის", - რუბინის დირექტორი ხვიჩაზე
„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, ხვიჩა კვარაცხელიასადმი ევროპული ტოპ-კლუბების მხრიდან წამოსულ ინტერესზე საუბრობს.
„ხვიჩას თაობაზე ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ მიგვიღია, ჯერჯერობით მხოლოდ საუბრები მიდის. ალბათ, თუ დიდი კლუბი ღირსეული წინადადებით მოგვმართავს, ხვიჩას ძალით არ დავიტოვებთ.
ბევრი რამ უნდა აეწყოს. მე, რა თქმა უნდა, ხვიჩას დიდი ხნით დატოვებას ვისურვებდი, რადგან ის შედეგის მოპოვებაში ძალიან გვეხმარება. თუ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, ეს უკვე მონაწილეობისთვის განკუთვნილი 30 მილიონია.
მისი გუნდში შენარჩუნება ჩვენთვის გაცილებით სარფიანი იქნებოდა, ჩემთვის მისი გაყიდვა მთავარი ამოცანა არ არის, ახლა ჩემს ხელში ბრილიანტი აღმოჩნდა.
თავის დროზე, დომინგესის შენარჩუნებასაც მთელი ძალებით ვცდილობდით, ის მაინც წავიდა და საბოლოოდ, გაქრა. ასეთ დროს აკურატული უნდა იყო. ბავშვური სურვილებით განპირობებული გადაწყვეტილებები ხშირად სწორი ვერ იქნება. ბევრი რამ დადებითად უნდა აეწყოს.“ - აღნიშნა საიმანოვმა.
კვარაცხელია ტრავმას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის სიტყვებით ეხმაურება!
"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ