"მაღალი დონის მატჩი ჩაატარა" - ტენერიფეს მწვრთნელი კაკაბაძეს აქებს
ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში კარტახენასთან(0-0) მატჩის შემდეგ ტენერიფეს მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ლუის რამისმა ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე შეაქო.
საქართველოს ნაკრების 25 წლის მარჯვენა მცველს გიორგი აბურჯანიას გუნდის წინააღმდეგ მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში. კაკაბაძე მარცხენა მცველად დააყენეს, კანარის კუნძულელებს ორივე მარცხენა მცველი დაემტვრათ.
"მატჩის წინ ვღელავდით, რადგან დაცვის მარცხენა ფლანგზე დიდი პრობლემები გვქონდა და იქ კაკაბაძე დავაყენეთ, რომელმაც მაღალი დონის მატჩი ჩაატარა, მან ხარისხი გვაჩვენა, ბურთთან შესანიშნავი იყო," - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლუის რამისმა.
ოთარ კაკაბაძე ტენერიფეს 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავისუფალი აგენტის სტატუსით 1-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა, თუმცა ქართველ მცველს ცოტას ათამაშებენ. 25 წლის უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13-ჯერ ითამაშა.
ტენერიფე ლა ლიგა 2-ში 35 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
ვინ სურდა ნაკრების მწვრთნელად სფფ-ს სანიოლამდე? - პოლონელი მწვრთნელის კომენტარი
"ხელში ბრილიანტი მიჭირავს და მისი გაყიდვა ჩემთვის პრიორიტეტი არ არის", - რუბინის დირექტორი ხვიჩაზე