VIDEO: ბოლო წუთებზე დაკარგული მორიგი ქულები - ლივერპულმა ლიდსი ვერ დაამარცხა
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ფარგლებში "ლივერპული" ესტუმრა "ლიდს იუნაიტედს", რომელთანაც ორი ქულის გარეშე დარჩა (1:1).
ანგარიში გახსნეს მერსისაიდელებმა, სადიო მანეს გოლის შემდეგ და აღსანიშნავია ის, რომ 87-ე წუთამდე სწორედ სტუმრები იგებდნენ.
წონასწორობის აღდგენა მოახერხა დიეგო ლორენტემ, რომელმაც "წითლებს" კიდევ ერთი გოლის გატანის დრო პრაქტიკულად არ დაუტოვა.
"სქაუზერები" 53 ქულით არიან მეექვსე ადგილზე და ოთხეულს ჩამორჩებიან ორი ქულით, "თეთრები" კი 46 ქულით მე-10 ადგილზე არიან.
კლოპი: "ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემპიონთა ლიგის ნაწილი ვყოფილიყავი"