კლოპი: "უკვე მივეჩვიე, იმას რომ კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებებს უჩემოდ იღებს"
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი კლუბის ხელმძღვანელობის მისამართით უკმაყოფილება დააფიქსირა:
"მიღალატა თუ არა ლივერპულის ხელმძღვანელობამ? არა, მე მივეჩვიე, იმას რომ უფროსობა გადაწყვეტილებებს უჩემოდ იღებს.
არავის დავუღალატებივარ, მე ვარ უბრალოდ მწვრთნელი, რომელსაც კლუბის კომერციული საქმიანობა ნაკლებად ეხება.
ამ საქმეში ვიქნები იქამდე, სადამდეც შევძლებ, უბრალოდ ფაქტია, რომ გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობის ტვირთი ჩემზეც არის.
არ მინდა, რომ სუპერლიგამ და ზოგადად რაიმე ახალმა წამოწყებამ ლივერპულს პრობლემები შეუქმნას", - განაცხადა გერმანელმა.
კლოპი: "ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემპიონთა ლიგის ნაწილი ვყოფილიყავი"